“ცოცხლები არიან, რადგან მაშველებმა მათი ხმა გაიგონეს”. პასუხობენ “გურიის მოამბეს” მერიის პრესსამსახურში გომისმთაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია გომისმთაზე ახალგაზრდების გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები დილის 8 საათიდან დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არის მძიმე ტექნიკა და სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. რთული ხილვადობის და უამინდობის გამო, სამაშველო სამუშაოებში ვერ ხრეხდება ვერტმფრენის ჩართვა.
ცნობისთვის, გომისმთმისკენ ოთხი ახალგაზრდა სოფელ ბოხვაურიდან ფეხით გაემართა. ერთ-ერთი 24 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, სამი მათგანის გადასარჩენად კი, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
რა ხდება ამ წუთებში გომისმთის მისასვლელთან, იხილეთ ჩვენი ფოტოები.