11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა – 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი სოფელ შინდისთან მოხდა. საოკუპაციო ძალებთან უთანასწორო შეტაკების დროს მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა, შინდისის ბრძოლიდან 14 წლის თავზე მონუმენტთან პატივის მისაგებად გმირების ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები ჩავიდნენ.
სახელმწიფო უწყებებმა კი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტის დასრულება წელსაც ვერ შეძლეს, ფიგურები სამ დღეში სახელდახელოდ დაამატეს, ადგილზე მყოფმა თავდაცვის მინისტრმა მონუმენტის გახსნის თარიღი კიდევ ერთხელ, ამჯერად სექტემბრამდე გადაწია.
მთავარი არხი