ქალაქ ოზურგეთში დილის საათებში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. როგორც მეზობლები აცხადებენ, კონფლიქტი ბავშვის გამო დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია რა იარაღით მოხდა მკვლელობა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას უკვე ჩაბარდა.
გამოძიება 109 -ე მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევა ოზურგეთში ლესელიძის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე იმყოფებიან ექსპერტკრიმინალისტები.