არცერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია – თალაკვაძე არახამიას

“ქართლი ოცნების” დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას პასუხობს.

“ვინაიდან ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა, იმყოფება რუსეთთან ომში, ჩვენ, რა თქმა უნდა, თავს ვიკავებთ მთელი ამ თვეების განმავლობაში, რომ გავაკეთოთ ის შეფასებები, კონკრეტულ პოლიტიკურ პირებთან მიმართებაში უკრაინის ხელისუფლებიდან, რომელსაც სინამდვილეში ისინი იმსახურებენ.

რაც შეეხება დავით არახამიას, პირდაპირ და მოკლედ მინდა გითხრათ, რომ მისი მხრიდან ეს არის საქართველოს მიმართ არამეგობრული განცხადებები. მისი განცხადებები პირდაპირ იმეორებს საქართველოში რადიკალური ოპოზიციის, ნაციონალური მოძრაობის ნარატივს და მინდა მას ვუთხრა, რომ არცერთ ქართველს, საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია”, – თქვა თალაკვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share