„მართლა კოლონია ხო არ გონიათ ეს ქვეყანა, რა დამოკიდებულებაა, რა უბედურებაა“ – ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების გუშინდელ წერილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„არ ვართ ჩვენ ამერიკის კოლონია, არააა!!!……

შოკისმომგვრელი რეაქციებია ჩემს ირგვლივ ოცნებიდან გასულების გუშინდელ წერილზე.

სათითაოდ, პუნქტებად უნდა გაეცეს პასუხი თითოეულ წინადადებას!

მართლა კოლონია ხო არ გონიათ ეს ქვეყანა, რა დამოკიდებულებაა, რა უბედურებაა. სახელმწიფოს ყველა უნდა ელაპარაკოს, როგორც თანასწორსა და მართლა პარტნიორს ! არ გავა საქართველოში კოლონისტური დამოკიდებულება და აგენტურასაც აღარავინ მოიყვანს ხელისუფლებაში, დამთავრდა! ხალხმა უკვე საკმაო ინფორმაცია და გამოცდილება მიიღო!

მორჩა! აღარც ქალაქის თავი ნოშრევანი აღარ იყვირებს, გინდა თუ არა მიეცი ამეთვისტოო!“ – წერს ხათუნა ხოფერია.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა გაავრცელეს წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი საელჩოს მიერ არის კოორდინირებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share