სოფელ ბახვში მცხოვრებ გიორგი ლომთათიძეს, მალე სახლს გადაუხურავენ და საცხოვრებელ სახლში სხვა სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას “სიკეთის ქალაქი” ავრცელებს.
ახალი წლის წინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც გიორგი მის უმძიმეს საცხოვრებელ პირობებსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობდა, დიდი გამოხმაურება ჰპოვა და მას უამრავი კეთილი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის სამშენებლო კომპანია “ანაგის” ხელმძღვანელობა, რომელიც სახლის გადახურვისა და სარემონტო სამუშაოების განხორციელებას დაიწყებს.
სახლში მოხდება ბუნებრივი აირის შეყვანა და მოეწყობა ოთახები და სააბაზანო. შეუძენენ ავეჯს და სახლისთვის საჭირო ყველა ინვენტარს.
“სიტყვები არ მყოფნის ისეთი ბედნიერი ვარ. ბევრი ადამიანი დაგვეხმარა. წამიყვანეს, ამარჩევინეს ტელეფონი, ველოსიპედი, ტანსაცმელი”- ჰყვება გიორგი.
14 წლის გიორგის, რომელიც ზედა ბახვში ბებიასთან ერთად ცხოვრობს, დღეს კეთილი ადამიანებისგან კიდევ ბევრი საჩუქარი მიიღო. საკვებ პროდუქტებთან ერთად, მათ ახალი მაცივარი, ლეპტოპი, სამზარეულოს ავეჯი, ტელეფონები და სკეიდი გადასცეს. როგორც გიორგიმ აღნიშნა, ორ ტელეფონს ის თავის მეგობრებს აჩუქებს.