“ყველას წარმატება უსურვე. მოგწონს, არ მოგწონს ადამიანი, ყველასთვის სიკეთე და ბედნიერება ინატრე.
წყენა, გაბრაზება, დაპირისპირება დაივიწყე, ადვილად მოერიე… იფიქრე მზიან, ნათელ, სუფთა, თავისუფალ მომავალზე…
არავინ გაიკარო ახლოს, ვინც შურს, ბოღმას, ეგოიზმს ავლენს.
ის შენი ენერგიით და ემოციით იკვებება.
იფიქრე ნაკლები და იმოქმედე მეტი…
არასდროს იკამათო… ზოგს სიმართლის დადგენა არა, საკუთარი აზრის გატანა სურს და ამისთვის დრო არ დაკარგო…
არც არავის გინებას და ლანძღვას მოუსმინო…
შორიდან ყველას გაუღიმე, ახლოს არავინ მოუშვა…
თავს ნუ დაიტვირთავ სხვისი ცხოვრების კრიტიკით, შეეცადე შენი იყოს საინტერესო…
დროს ნუ გაიყვან დღეების თვლაში.
გახსოვდეს, ყველა დღე თავისებურად სიახლეა… ის ნაძვის ხეს გავს, შენი გემოვნებით და შეხედულებით უნდა მორთო…
ნურასდროს დაიჯერებ, უმოქმედობაში გაჩენილ უაზრო წინადადებას ,,იქნება რამე”…
არა, არასდროს არაფერი იქნება, შენ თუ არ შექმენი, შენ თუ არ იშრომე და საკუთარი ცხოვრება არ გამოძერწე..
დრო ძალიან ცოტაა… იჩქარე!..”
მამა პეტრე