პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად “ქართული ოცნების” ხელისუფლება თითქმის არაფერს აკეთებს და ეს ფაქტი ევროკავშირის მორიგი დასკვნით დასტურდება. უაღრესად კრიტიკულ დასკვნაში საქართველოს შესახებ საუბრისას ყველაზე ხშირად სიტყვა რეგრესია გამოყენებული, მაგრამ “ქართული ოცნება” ამ კრიტიკას კვლავ უარგუმენტოს უწოდებს.
მმართველ პარტიაში უარს ამბობენ დაინახონ პრობლემები, რომლებიც გეგმის შესრულებაში არსებობს. განსაკუთრებული მონდომებით კი “ქართული ოცნების” ოდიოზური ლიდერები კვლავ უარს ამბობენ რაიმე სახით დეოლიგარქიზაციის განხილვაზე ბიძინა ივანიშვილის კონტექსტში – მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში არაერთხელ და მკაფიოდ დასახელდა ქართველი ოლიგარქის სახელი და გვარი.
მთავარი არხი