რას იგონებს 1924 წელს სამშობლოში დაბრუნებული ველიკო კვიტაიშვილი

`1915 წელს მარო (ზაქარეიშვილი-ი.მ.) ამერიკიდან სამშობლოში გამოემგზავრა. დარჩენა აღარ შეეძლო, რადგანაც ამერიკაში ორი შვილის დედა გახდა და ორიც ლანჩხუთში ელოდებოდა. ხოლო მე თვითონ 1924 წელს დავბრუნდი სამშობლოში,~ _ ველიკო კვიტაიშვილის მოგონებიდან. მარო კვიტაიშვილი სამშობლოში გამობრუნების სხვა თარიღს ასახელებს, რაც უფრო ახლოს არის სიმართლესთან. ,,ამერიკაში დავყავი ხუთი წელი, 1913 წელს დავბრუნდი ამერიკიდან, თან წამოვიყვანე ორი ბავშვი. მეუღლე იქ დავტოვე. შვიდი წელი ვცხოვრობდი მარტო, ვზრდიდი ბავშვებს. შვიდი წლის გავლის შემდეგ მეუღლე ჩამოვიდა” ამასვე ადასტურებს ქალბატონი ბარბალე წერილში: ,,ჩემი სიძე ილიკო დაბრუნდა სამშობლოში 1920 წელს…” კვიტაიშვილებს მოგვიანებით სურდათ ამერიკაში გამგზავრება, მაგრამ ბოლშევიკებმა ისინი ბათუმიდან უკან გააბრუნეს. ბარბალე და მისი მეუღლე ქრისტეფორე იმნაძე ამერიკაში დარჩნენ საცხოვრებლად. ბარბალე დიდხანს განაგრძობდა ჯირითს, მისი წარმოდგენის ერთ-ერთი მთავარი ნომერი შემდეგში მდგომარეობდა: ორი მხედრის მხრებზე მდგარი იგი ამერიკის დროშას აფრიალებდა. ბარბალე იმნაძემ მოახერხა და 1969 წლის ზაფხულში სამშობლოში ჩამოვიდა თავის შვილიშვილთან ერთად. ამირან ცამციშვილის აღწერით ბარბალე ,,კოხტად გამოწყობილი, ტანშემართული და სათვალიანი მანდილოსანი ხანდაზმულობის მიუხედავად, ჭარმაგი ლამაზი არისტოკრატი ქალბატონის შთაბეჭდილებას ახდენდა”. მას გულმხურვალედ უმასპინძლეს მისმა ახლობლებმა და ნათესავებმა. გამომშვიდობებისას ქალბატონმა ბარბალემ თქვა: ,,დიდი მადლობელი ვარ ყველაზე, მე მეტი იქნებ ვეღარ ვნახო საყვარელი სამშობლო. თქვენ იცხოვრეთ კარგა, ბედნიერად და ამით მეც ბედნიერად ვიქნები”. ბარბალე იმნაძე გარდაიცვალა 1988 წელს ჩიკაგოში.
შეიძლება იყოს 7 ადამიანი და მდგომარე ადამიანები-(ი)ს გამოსახულება

Irakli Makharadze

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share