ბორჯომში ფოთლოვანის შემდეგ უკვე წიწვოვანი ტყეც იწვის – ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება

ბორჯომის ხეობაში ძლიერი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება და მოსახლეობა დამხმარებას ითხოვს. ძლიერი ქარის გამო ხანძარი რამდენიმე ჰექტარზე გავრცელდა და ფოთლოვანის შემდეგ უკვე წიწვოვანი ტყეც იწვის.

ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი მხოლოდ დღეს, ხანძრის გაჩენიდან მესამე დღეს ჩაერთო. ადგილზე მუშაობს 250 მაშველი, თუმცა ტერიტორია კლდოვანია და ცოცხალ ძალას ცეცხლის კერების აგილზე მისვლა უჭირს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share