გლდანის ციხის ადმინისტრაცია და “ვივამედი” ახალ სკანდალში გაეხვა.
მკვლელობისთვის დაკავებული პატიმარი გარდაიცვალა.
ოფიციალური მიზეზი დაუდგენელია.
გარდაცვლილის ოჯახს უთხრეს, რომ 40 წლამდე მამაკაცი ციხეში მოულოდნელად დამძიმდა, სიცოცხლის ბოლო საათები კი კლინიკა „ვივამედში“ გაატარა.
პატიმრის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.
რა მოხდა გლდანის ციხეში ისეთი, რომ ბრალდებულის სააავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო – ალექსი ნადირაძის ახლობლები განმარტებებს ითხოვენ.
30-ში საქმის არსებითი მოსმენა იყო ჩანიშნული, გამხდარა ცუდად, გადაუყვანიათ “ვივამედის” კლინიკაში და იქ გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე ვნახე და მას არ უთქვამს, რომ რაიმე სახის ჯანმრთელობი პრობლემა ჰქონდა, მითუმეტეს, მე თვითონაც შევეკითხე” – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.
ნადირაძე სასჯელს გლდანის ციხეში მაისიდან იხდიდა, მას თანასოფლელის მკვლელობას ედავებოდნენ.