უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
ზელენსკი სოცილურ ქსელში წერს, რომ ბაიდენს უკრაინელი ხალხის მიმართ აშშ-ს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერებმა საუბრისას ომის დანაშაულებისთვის რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობა განიხილეს.
“მადლობა გადავუხადე აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისთვის, როგორც უსაფრთხოების, ასევე ფინანსურ სფეროში. განვიხილეთ უკრაინის შემდგომი ნაბიჯები აგრესორზე გამარჯვების გზაზე და ომის დანაშაულებისთვის რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობა“, – წერს ზელენსკი