“მიიღეთ სითხეები, ღია ფერის ტანსაცმელი და ქუდები ატარეთ“

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას საზოგადოებას მიმართავს და ურჩევს, რომ ცხელი დღეების დროს მიიღონ სითხეები და ღია ფერის ტანსაცმელი ატარონ.

„ბავშვები და მოხუცები მაქსიმალურად მოერიდონ, რომ ხანგრძლივად იყვნენ მზეზე. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხეები, ღია ფერის ტანსაცმელი და ქუდები ატარეთ. 11 საათიდან 5 საათამდე მაქსიმალურად მოერიდეთ მზეს. მზეზე ყოფნის დროს აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი, მისი კანზე განახლება 2 საათში ერთხელ უნდა მოხდეს“,- განაცხადა ქაშიბაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share