”რასაც ხელისუფალი აკეთებს, ვერ ეტევა საღ აზრზე დაფუძნებული, პრაქტიკული პოლიტიკის ჩარჩოებში”

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ადრეც მითქვამს, რომ ის, რასაც ხელისუფალი აკეთებს, ვერ ეტევა საღ აზრზე დაფუძნებული, პრაქტიკული პოლიტიკის ჩარჩოებში.

მან შექმნა მონოთეიზმის პრინციპებზე აგებული სახელისუფლებო კონსტრუქცია, შესაბამისი “ბიბლიური” ისტორიებით.

– დავითის (ხელისუფალი) და გოლიათის (დასავლეთი) შერკინება, რომელშიც დავითი იმარჯვებს.

– სოდომი და გომორა (ნაც. მოძრაობა და მისი პარტნიორები), რომლებსაც სისხლიანი 9 წლის გამო “ღმერთი” სჯის.

– ნოეს კიდობანი, რომელიც ნოემ (ღარიბაშვილი) ააშენა “ღმერთის” დავალებით საყოველთაო წარღვნის დროს და საქართველო გადაარჩინა (ყველგან ომი და ეკონომიკური ვარდნაა, ჩვენთან კი მშვიდობა და კეთილდღეობა).

თავს არ შეგაწყენთ სხვა ისტორიებით და პირდაპირ ფინალურზე გადავალ:

ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აფრთხილებს ფარაონს (აშშ-ს ადმინისტრაცია) აარონი (ტროიკა) მოსეს(ხელისუფლება) სახელით. რასაც შემდგომში მოყვება “ღმერთის” მიერ მოვლენილი ათი სასჯელი, საზღვარი გაიხსნება და ჩვენც აღთქმული მიწისკენ, ანუ რუსეთისკენ გავემართებით. გზა და გზა ციური მანანით გამოგვკვებავს “უზენაესი”…

ყველაფერ ამას გონებასთან კავშირი არ აქვს და მხოლოდ ბრმა “რწმენაზეა” დაფუძნებული…ნეტარ არიან “მორწმუნენი”…” – წერს ხუხაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share