რუსეთმა Nord Stream 1-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა

რუსეთმა მილსადენ  Nord Stream 1-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა, ამის მიზეზად კი სარემონტო სამუშაოების ასახელებს.

​რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანის “გაზპრომის” თქმით, შეზღუდვები  მომდევნო 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

რუსეთმა უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა გაზის ექსპორტი მილსადენით. ის უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ  ენერგომომარაგებას, სანქციების დაწესების გამო დასავლური ქვეყნების დასასჯელად იყენებს.

ცნობისთვის, Nord Stream 1 2011 წელს გაიხსნა და რუსეთიდან გერმანიაში დღეში მაქსიმუმ 170 მლნ კუბური მეტრი გაზის გაგზავნა შეუძლია.

მილსადენი ივლისში 10 დღით დაიხურა, რის მიზეზადაც ისევ ყოველწლიური გეგმური ტექნიკური სამუშაოები დასახელდა. მილსადენი ამჟამად მხოლოდ 20% დატვირთვით მუშაობს, რაც რუსული მხარის მტკიცებით, აღჭურვილობის გაუმართაობით არის გამოწვეული.

ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა გაახანგრძლივოს მილსადენის გათიშვა გაზის ფასების გაზრდის მცდელობით, რომელიც უკვე  400%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქარხანაში ყოველდღიურად  დაახლოებით 10 მლნ დოლარის გაზს წვავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share