„წინა კვირაში “დიუგინას სტეიკით” იკვებებოდა ერი, ამ კვირას გორბაჩოვზე გადავაგორებთ… იქით კვირაშიც.. ღმერთი არ გაგვწირავს.. ვიღაც კიდევ “ჩაძაღლდება”

პუბლიცისტი, პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალებას ეხმაურება.

„რაც გინდა თქვი.. მაინც მოკრძალებული ხალხი ვართ ქართველები.. სულ ცოტა გვყოფნის ბედნიერებისათვის.. ვანოსავით თუ არ გაღორდი, ერთი “ტრუპი” სრულიად საკმარისია… აი წინა კვირაში ” დიუგინას სტეიკით” იკვებებოდა და ხარობდა ერი.. ამ კვირას გორბაჩოვზე გადავაგორებთ… იქით კვირაშიც.. ღმერთი არ გაგვწირავს.. ვიღაც კიდევ “ჩაძაღლდება”.. მტრებს რა გამოლევს, გინდა გარეთ, გინდა შინ…რა ჯობია , თითს რომ არ ანძრევ, ჩინელივით მდინარის პირას რომ ხარ არხეინად წამოკოტრიალებული და… შენი მტრების და მათი ოჯახის წევრების გვამების ჩამოტარებას ელი… სწორედ ეს გვაძლებინებს , თორემ ამ რეალობის შემყურე აქამდე დეპრესიისგან ამოვწყდებოდით…ის კი არა, ხანდახან ღმერთი დესერტსაც კი მოგვიგდებს ხოლმე.. ახლა წავიკითხე საფრანგეთის პრემიერმა თქვაო, ზამთარშიო, შეიზლებაო ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდოსო მოსახლეობასოო!.. და უნდა ნახოთ, რა ბედნიერია ასე რვაასამდე საჯიშე მანდილოსანი და ვაჟდილოსანი… გეგონება ფრანგებმა გაუთიშეს დენი და გაზი 90 წლებში… მოკლედ დარწმუნებული ვარ, მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ასეთი “გვამი რომ ჩამოატაროს მდინარემ” ერთ თვეში ბედნიერების ინდექსით დანიასაც უკან ჩამოვიტოვებთ და ფინეთსაც…

ამ მოვლენას.. გვამებით კვებას, სხვათაშორის ნეკროფაგია ქვია… ამაზე ერთ ჩემს წიგნში, “ანტიდოტში”, საკმაოდ ვრცლად მიწერია.. უბრალოდ 2012 ში ცოტა ადრე მომივიდა გამოცემა… მივქარე, დღეს ბევრად აქტუალური იქნებოდა!.. იქნებ რომელიმე “შორტ ლისტშიც” კი მოვხვედრილიყავი“, – წერს პაატა ქურდაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share