სიკვდილის მძევლები ანგელოზების ქალაქიდან – პუტინის ამბიციებს შეწირული ბესლანი…18 წელი

ბესლანის ტრაგედიიდან 18 წელი გავიდა. 2004 წლის 1 სექტემბერს ჩეჩენმა ტერორისტებმა ბესლანის სკოლაში 1 227 ადამიანი აიყვანეს მძევლად. მაშინ რუსეთის ხელისუფლება მძევლების რაოდენობას მალავდა და ამბობდა, რომ ეს რიცხვი მხოლოდ 350-მდე იყო. 

პატარა დასისხლიანებული სხეულები, გარდაცვლილი ბაფთიანი გოგონები და ტერორისტულ აქტს შეწირული ბიჭუნები, აფეთქება სკოლაში, მძევლად აყვანილი მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები, დაჭრილები და გარდაცვლილები – ეს რამდენიმე სიტყვაში ჩატეული ბესლანის ტრაგედიაა…

2005 წლიდან 1-ელ სექტემბერს სხვა ყველა ქვეყანასა თუ ქალაქში, სადაც სწავლა იწყება, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები იმართება… გამონაკლისი მხოლოდ ბესლანია. იქ ყოველი 1-ლი სექტემბერი გლოვის დღეა…

ეს ბესლანის სკოლის აღსაზრდელების მარადიული ტრაგიკული  მემკვიდრეობაა, რომელიც იქამდე იარსებებს, სანამ ამ საშინელი კადრების სიმბოლო იდგება – საკრალური სკოლის შენობა…

სწორედ დღეს, 1-ელ სექტემბერს ამ ტრაგედიიდან 16 წელი გავიდა. გადარჩენილები გაიზარდნენ, უფრო სწორად ასტრონომიული დრო გადაითვალეს, თორემ ისინი ტერაქტის შემდეგ, ბავშვობაში აღარ დაბრუნებულან. მათ ცხოვრების ყველაზე სასტიკი კადრები თვალწინ საშინელებათა ფილმის კადრებად ნახეს.

მათი ცხოვრება ორად გაიყო, ტერაქტამდე და ტერაქტიკს შემდეგ. თითოეულ დაღუპულ ბავშვს სკოლა დიდი ხნის დამთავრებული ექნებოდა. ზოგი ექიმი გამოვიდოდა, ზოგიც სხვა პროფესიას დაეფლებოდა, მაგრამ პატარებმა სუნთქვა შეწყვიტეს და ისინი ოსეთის მიწაში გაერთიანდნენ…

გადარჩენილები იხსენებენ ტერაქტის შემზარავ სამ დღეს – მძევლად აყვანის წუთიდან, შტურმის დაწყებამდე გაჩერებულ დროს და აფეთქებების ხმების პარალელურად გაქცევას უმისამართოდ, ბედისწერის ბილიკებით გადარჩენისკენ.

მათ ეკუთვნით ისეთი ემოციური ფრაზები, როგორებიცაა:  „ისე­თი შეგ­რძნე­ბა გვქონ­და, რომ ყვე­ლამ გვი­ღა­ლა­ტა. რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ბავ­შვე­ბი?..“ „ჩვენ გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი ვართ, იმი­ტომ, რომ სიკ­ვდილს ვუ­ყუ­რებ­დით თვა­ლებ­ში…“ „ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ იქ ბავ­შვად აღარ ვგრძნობ­დი თავს…“

ზარინა ცირიხოვა,  ამი­ნა კაჩ­მა­ზო­ვა, ლენა გა­ი­ტო­ვა, რო­ზი­ტა ცი­რი­ხო­ვა svoboda.mobi-თან ბავშვების წინააღმდეგ გაჩაღებული „ომის“ დღეებს იხსენებენ. „პრაიმტაიმი“ მათი მონათხრობიდან ამონარიდებს გაგაცნობთ:

„ჰა­ერ­შიც კი უბე­დუ­რე­ბის სუნი ტრი­ა­ლებ­და. მძევლებს შორის თანაკლსელის მამაც მოხვდა. ტერორისტებმა ის მოკლეს და შემ­დეგ მის­სა­ვე შვი­ლებს მო­აწ­მენ­დი­ნეს სის­ხლი. სას­წა­უ­ლია, რომ მე და ჩემი და გა­დავ­რჩით. ის ტყვი­ით და­იჭ­რა, მე თავ­ში ჭურ­ვის ნამ­სხვრე­ვე­ბი ჩამ­რჩა, სმე­ნა თით­ქმის ორი­ვემ დავ­კარ­გეთ. ისე­თი შეგ­რძნე­ბა გვქონ­და, რომ ყვე­ლამ გვი­ღა­ლა­ტა. რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ბავ­შვე­ბი? ჩვენ ხომ ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წინ გვქონ­და.“ ზა­რი­ნა ცი­რი­ხო­ვა, 28 წლის.

„მძევლად აყვანიდან მე­ო­რე დღეს წყალს არი­გებ­დნენ, მხო­ლოდ 6 წლისებს ან უფრო პა­ტა­რებს აძლევდნენ. მო­ვა­ტყუე ექ­ვსის ვარ-მეთ­ქი და მომ­ცეს წყა­ლი. როცა აფეთ­ქე­ბე­ბი და­ი­წყო, არა­ვინ არ გარ­ბო­და, ხალ­ხი მკვდა­რი იწვა. ქალ­მა ხელი ჩამ­კი­და და გა­ვი­ქე­ცით. მას ეგო­ნა, რომ მისი შვი­ლი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც იქ და­ი­ღუ­პა. ჩვენ გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი ვართ, იმი­ტომ, რომ სიკ­ვდილს ვუ­ყუ­რებ­დით თვა­ლებ­ში.“ ამი­ნა კაჩ­მა­ზო­ვა, 21 წლის.

„რო­დე­საც აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ რო­გორ­ღაც სკო­ლი­დან გა­მო­ვე­დი, მხო­ლოდ დამ­წვრო­ბე­ბი მქონ­და. სახ­ლში რომ მო­ვე­დი, მა­მა­ჩე­მი გა­უ­პარ­სა­ვი და შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი დამ­ხვდა. დე­და­საც შა­ვე­ბი ეცვა. სკო­ლა­ში ძმას­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. ალა­ნი სა­დაა-მეთ­ქი ვიკითხე, დე­დას ალა­ნის დიდი ფოტო ეჭი­რა და მი­თხრა, ესაა რაც მის­გან დაგ­ვრჩაო. ის ჩემ­ზე ოთხი წლით დიდი იყო. ლენა გა­ი­ტო­ვა, 26 წლის.

 

როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბესლანში, ტერორისტების შეჭრიდან შტურმამდე?..

2004 წლის 1-ელ სექტემბერს, ოთხშაბათს, დილის 09:30 საათზე ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის #1 საშუალო სკოლის ეზოში ბავშვების საზეიმო შეკრების დროს, შენობას რამდენიმე ავტომობილი მიუახლოვდა. ავტომობილებში ნიღბიანი ტერორისტები ისხდნენ, მათ მუქი ტანისამოსი და ჯავშანჟილეტები ეცვათ. ნიღბიანებმა ავტომანქანიდან გადმოსვლისთანავე ჰაერში გასროლა დაიწყეს. დაახლოებით 50-მდე ბავშვმა გაქცევა მოასწრო, ხოლო ისინი ვინც ეზოში დარჩნენ, მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს. მძევლები ტერორისტებმა სკოლის შენობაში შეიყვანეს.

ბოევიკებმა შენობის ყველა გასასვლელთან ბარიკადები ააგეს და კარები ჩახერგეს. მათ სკოლის სპორტული დარბაზი დანაღმეს და ბავშვები იქ შეყარეს. მშობლები და მასწავლებლები ცალკე ჰყავდათ დატყვევებული.

ტერორისტებმა განაცხადეს, რომ როგორც კი ხელმძღვანელობა სკოლის შენობის შტურმით აღების ბრძანებას გასცემდა, ყველა ნაღმს აამოქმედებდნენ და ყველაფერს ააფეთქებდნენ.

სკოლის შენობის ყველა ფანჯარასთან ტერორისტებმა ცოცხალ ფარად ბავშვები ჩაამწკრივეს. ტერორისტებმა ასევე განაცხადეს, რომ ყოველ მოკლულ ტერორისტზე 50 მძევალს დახოცავდნენ, დაჭრილზე კი 20-ს.

მომხდარს ვლადიმერ პუტინი ასე გამოეხმაურა: „ჩვენი უმთავრესი ამოცანა ახლა მდგომარეობს იმაში, რომ ვიხსნათ და გადავარჩინოთ მძევალთა სიცოცხლე.”

თუმცა, მიუხედავად ამისა, ტერორისტთა მიერ ქალაქ ბესლანში სკოლის შენობის ბლოკირებისა და მძევლების აყვანის თითქმის პირველივე წუთიდან, ჩრდილო ოსეთში რუსეთის არმიის სამხედრო საჰაერო ძალებმა, ქალაქ ბესლანსა და მის შემოგარენში რუსული არმიის სპეცდანიშნულების რაზმების გადასროლა დაიწყეს. ეს გენერალმა ვლადიმერ მიხაილოვმა დაადასტურა.

3 სექტემბერს 13:05 საათზე სკოლის შენობასთან ორი მძლავრი აფეთქება გაისმა და სროლაც დაიწყო… დაიწყო შტურმი…

ტერორისტებმა ოფიციალური მონაცემებით მძევლად სულ 1128 ადამიანი აიყვანეს. „სამაშველო ოპერაციის” ფარგლებში, 3 სექტემბერს სკოლის შენობის შტურმის, ძალოვანების იერიშის შემდეგ, 334 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – 186 ბავშვი. 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მაგრამ გადარჩა მაინც…

 

სტრაზბურგის სასამართლო, „ბესლანის დედები” და გამტყუნებული რუსეთი…

სტრაზბურგის სასამართლომ მომხდარი შეისწავლა და დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო, საფრთხე აერიდებინა ადამიანების სიცოცხლისათვის და ბესლანის სკოლიდან მძევლების გასათავისუფლებელი სპეცოპერაცია დაეგეგმა ისე, რომ შეძლებისდაგვარად დაეცვა მძევლების სიცოცხლე.

სტრასბურგის სასამართლომ განიხილა ერთბაშად რამდენიმე სარჩელი, რომლებითაც მას მიმართა საინიციატივო ჯგუფმა „ბესლანის დედები”. სულ მოსარჩელეთა რიცხვი 400-ს აღემატება. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პირველი სხდომა ამ საკითხზე ჯერ კიდევ 2014 წელს გაიმართა.

სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ არ მიიღო საკმარისი ზომები, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იცოდნენ ტერაქტის მზადების შესახებ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას 2,955 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახის წევრებისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share