სამი დღის განმავლობაში, თურქულმა Bayraktar-ის დრონებმა 26.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რუსული ტექნიკა, მათ შორის 8 ტანკი გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი „ტელეგრამზე“ იუწყება.
„სამი დღის განმავლობაში, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე, Bayraktar ТВ-2 -ის უპილოტო საფრენმა აპარატებმა გაანადგურეს მტრის აღჭურვილობა, რომლის ღირებულება დაახლოებით 26.5 მილიონი დოლარია. ეს არის 8 ერთეული T-72 ტანკი (თითოეულის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია), ერთი ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა Akatsiya (1.6 მილიონი), ქვეითთა საბრძოლო მანქანები (0.6 მილიონი) და ჰაუბიცები (0.3 მილიონი)“- განაცხადა ზალუჟნიმ.
მისი თქმით, ასევე დაზიანდა ხუთი T-72 ტანკი და ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა.
„მთლიანობაში განადგურებული და დაზიანებული რუსული ტექნიკის ჯამური ღირებულება 28.35 მილიონი აშშ დოლარია“, – აღნიშნა ვალერი ზალუჟნიმ.