თუ ერთხელ გატეხეთ ჭიქა, როგორც იტყვიან, ბედნიერების ნიშანია. მაგრამ, თუ რამდენიმეჯერ და ხშირად , ეს აღარ არის ბედნიერების ნიშანი, არამედ იმის მაუწყებელია, რომ ტვინი უკვე ემზადება ინსულტისთვის ან დამბლისთვის, თუნდაც წლების შემდეგ.
ზოგიერთ სიტყვას ხან შეცდომით გამოთქვამთ? ან რისთვის გახვედით მეორე ოთახში —– დაგავიწყდათ. იჩქარეთ, ეს ტვინის უჯრედული დაზიანების მეორე ფაზის დასაწყისია.
გადაღებაზე ათეროსკლეროზული ფოლაქია?——ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია და სიკვდილი დამოკლეს მახვილივით თავზე გადგას. ის სიკვდილის ანგელოზია. მაგრამ ,სწორი გამოსავალი და ჯანმრთელობის დაბრუნება ნამდვილად შესაძლებელია.
დაავადებებზე , რომლებშიც მთავარ პრობლემას კუნთური დეფექტები წარმოადგენს, უამრავი სტატია მაქვს და სხვადასხვა შტრიხებს კუნთებზე ,რეკომენდაციებში ხშირად ვახსენებ. კუნთების უშუალოდ მაკონტროლებელ ა მინომჟავებზე და ამავე ფუნქციის სხვადასხვა ნივთიერებებზე ხშირად მისაუბრია. დღეს მინდა, მხოლოდ, ძალიან სასიგნალო დეტალებზე გავამახვილო ყურადღება ადამიანების დასაცავად. კუნთური შემადგენლობის ბიოქიმია და ჰისტოლოგია ბევრჯერ მაქვს უკვე გაანალიზებული .ახლა უფრო სხვა მხრიდან შეგახედებთ ამ საკითხს. ბავშვების არც თუ ისე მცირე კატეგორიაა, ჩვილობაში რძე რომ გადაცდებოდათ. ცდომილი და სხვა ნერვების პრობლემას ვუმკურნალებთ და გვგონია საშიშროება მთავრდება? ადამიანებს არა აქვთ დიდი რეაქცია, მცირედ დაშვებულ ცალ ქუთუთოზე. რეაქცია არც იმაზეა , როცა რომელიმეა —————————ხან გადაყლაპვა ძნელდება; რადიკულიტი მეორდება; ფეხის კუნთი დაიჭიმება; ჭიქას იმაზე უფრო ხშირად ამტვრევთ, ვიდრე ადრე; რაღაცას უფრო ძნელად მოარგებთ და კარგად ვეღარ უმიზნებთ, ვიდრე ადრე; საგანი ხელიდან უფრო ხშირად ვარდება; ღამე ცუდი მხედველობაა და საერთოდ აც; ხან წონასწორობას კარგავთ; თავბრუხვევაა, ლაპარაკისას ნერწყვებს ისვრით; გაბრაზებულზე დორბლია , ხშირად წაბარბაცდებით ან ეცემით; კუნთის ატონიის უამრავი მაგალითებია ორსულებში; ხან სიტყვებს მცირე შეცდომით გამოთქვამთ; კუჭ-ნაწლავის უარყოფითი რეფლუქსებია; მშრალი ლუკმის შემდეგ სლოკინია, სითხის მიყოლებამდე; ყურადღების გაფანტულობაა ყველა ასაკში ;მანქანით თითქმის, ავარიას აკეთებთ; ლუკმა, როგორც იტყვიან გულზე გეცემა; ყურებში ტინიტუსის ხმა უფრო გიძლიერდება , როცა კუნთური მიკროდამბლებით დაზიანებულ სისხლძარღვს და არტერიას, წნევა ან ახალი მიკროთრომბი შეაწუხებს ;მუხლებში ძალა და დრეკადობა ქვეითდება; კიბეზე ასვლა უფრო გიჭირს; ტრაქეიტი ადვილად გემართება და გაციებაზე ხმა გეხლიჩება; კვებისას , წყლის ხშირად მიყოლება გჭირდება და სხვა კიდევ ბევრი ჩივილი .ამ ჩივილებს თუ გაატარებთ, ჯანმრთელობის დასასრული მალე დადგება.
კოლიტი , ყაბზობა არ იქნება, თუ ერთი მიზეზი კუნთური დისტროფია არ არის. სახის ნერვის პარეზამდე და სხვა— უფრო ტოტალურ დამბლებამდე ვერ მივა ადამიანი, კუნთური დისტროფიის გარკვეული დონის გარეშე. მხოლოდ გაფრთხილება მინდა, რომ ამ , თითქოს არასაშიშ სიმპტომებს თვალი არ მოუხუჭოთ . რადგან——————— ამ დროს ცილების რღვევა მიდის. დღეს ბევრს აქვს პულსის აჩქარება. მას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მაგრამ, ძალიან ბევრ პროცენტში მიზეზი კუნთებია. დაზიანებული კუნთები ბევრ კალიუმს კარგავენ. კალიუმის ნაკლებობა კი პულსის აჩქარებას უდრის. ამიტომ, ტაქიკარდიის დროს არა მარტო გულის კუნთი, სხვა კუნთებიც შეამოწმეთ. პულსის აჩქარება, მარტო გულიდან არ მოდის. ნერვული სისტემის დაავადებების , ფსიქოლოგიური პათოლოგიების დროს კუნთი იფიტება ,იღლება , სუსტდება და ზედმეტი კალიუმი გროვდება. რაც მაგალითად, დეპრესიის დროს ნერვულ უჯრედს ბოლომდე აზიანებს. ხშირად ადამიანები იღებენ პულსის შემანელებელ მედიკამენტებს. მაგრამ არ მკურნალობენ იმაზე, რამაც გამოიწვია პულსის აჩქარება. ჩვენს პირობებში კალიუმის დეტალური კვლევა არ ხდება და ელექტროლიტების ანალიზში ვერ იქნება, გულში ან ტვინში კალიუმის ზუსტი ციფრი წარმოდგენილი. ჩვილი ბავშვის შეკრულობას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ერთი დიდი მიზეზი ნაწლავის კუნთური ცილების დეფიციტია. ბავშვის წონაში ჩამორჩენის მიზეზებში, ყველაზე დიდი პრობლემა კუნთური ცილების დეფიციტია. კუნთური ცილის დეფიციტი ასევე გამოიხატება ამ მდგომარეობების დროს———-წონის კარგვა სხვადასხვა დაავადებების დროს ; წონის ძალიან მატება მიუხედავად მცირე კვებისა; დიაბეტის პირველი ტიპი, კიბო, ფარისებრი ჯირკვლის ზოგი სიმსივნე ან ფარისებრის მძიმე ფორმები; ოსტეოპოროზი და ოსტეოქონდროზი ;რევმატიული და სხვა ართრიტები; ქრონიკული დაღლის სინდრომი; სუსტი იმუნიტეტი და სხვა. კუნთური ცილის ნაკლებობის გამო პლაზმაში ამინომჟავები დაქვეითებულია ან მათი ბალანსია დარღვეული. ამის გამო ადვილად მიიღება სიმსივნეები, ინფექციური დაავადებები. დეპრესიები,ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობები—- ნერვული უჯრედების კუნთური შემადგენლობის, განსაკუთრებით ცილების განლევაა. კუნთური ცილების დიდი ჩამონათვალია. ადრე ვისაუბრე ელასტინზე და დესმოსინზე. დესმოსინის და ელასტინის ,ასევე მათი რიგის სხვა ცილების დროს იშლება კუნთური ქსოვილი. მათ შორის ფილტვის, გულის, არტერიების, სისხლძარღვების, ვენების კუნთური ქსოვილები . რადგან ისინი განაპირობებენ, მათ სიმტკიცესა და დრეკადობას. ვერცერთი ორგანო ან სისძლძარღვი ვერ გასკდება, თუ ეს ორი და სხვა ცილები ნორმაშია და კუნთური ქსოვილი ელასტიკური და დრეკადია. ცხენს იმიტომ აქვს ამდენი ძალა, რომ მისი მყესები უფრო მეტად–დესმოსინს , ელასტინს და მათი რიგის ცილებს ბევრს შეიცავს .სახსრების დაავადების მკურნალობა მექანიზმებზე რომ იყოს ზუსტად გათვლილი, ამდენი, სახსრებით პრობლემური ადამიანი არ იქნებოდა. ელასტინი ბოჭკოვანი ცილაა. მას გაჭიმვა და ბევრი დატვირთვის ატანა შეუძლია. მისი ნაკლებობის გამო ორგანოების ,კუნთების , მსხვილი სისხლძარღვები ს, არტერიების, ვენების დრეკადობა ჩაშლილია. ნაკლებად დრეკადი სისხლძარღვი კი, გახეთქვისთვის არის განწირული და სწორედ ეს არის,მაგალითად, ინსულტის ყველაზე მძიმე—ჰემორაგიული ფორმა. ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც გულის სტენტირება დასჭირდა ან უფრო რთული ჩარევა და მას ——ელასტინი და დესმოსინი ნორმაში ჰქონდეს .ასევე სხვა მსგავსი ცილები. კისრის ოსტეოქონდროზის დროს ,კისრის ნერვული წნულის ქრონიკული ტკივილის ერთი დიდი მიზეზი ამ ცილების დაქვეითება და დაშლაა. ხერხემლის თიაქრების გაჩენის მთავარი მიზეზი , კუნთის ცილების დაქვეითება და დაშლაა. ასევე მსგავსი და დიდი მნიშვნელობისაა კოლაგენიც. ფილტვში მდგომარეობის დამძიმების ერთი მთავარი მიზეზი , კუნთის ამ ცილების დეგრადირებაა. არცერთი პნევმონია სიკვდილით არ დამთავრდებოდა, ფილტვის სისხლძარღვების კუნთური დრეკადობა, ა მ ცილების ნორმით რომ ყოფილიყო წარმოდგენილი. რამდენიმეჯერ ავხსენი, სიკვდილის პროლოგში როგორ ხდება მიკროელემენტების და მინერალების ტოტალური დისბალანსი, რაც რეალურად წერს გარდაცვალების საბოლოო სქემას. მათი შიგა და გარე უჯრედული დისბალანსი, გაფაშრებულ და დასუსტებულ სისხლძარღვის კედელში იმიტომ ხდება, რომ სისხლძარღვის კუნთოვანი შრე დაცლილია ცილებისგან. მოსახლეობა ყველაზე მეტად, ცილებზე აქცენტის შესუსტების გამო იტანჯება. ადამიანებს ხერხემლის ტკივილები აქვთ და მასიურად ისეთ მედიკამენტებს იღებენ , რომლებიც დროებით აყუჩებენ ტკივილს. ხერხემლის ტკივილები, უპირატესად კუნთური პრობლემების გამოა. მათი დაზიანებისგანაა ტკივილებიც და დაავადებების დამძიმებაც . ბევრჯერ ავხსენი, რა დონეზეც არ უნდა იყოს თრომბული მექანიზმები დარღვეული, თრომბის მოჭიდება ვენის , არტერიის და სისხლძარღვის შიგა კედლებზე ვერ მოხდება, თუ მათი კუნთოვანი ქსოვილი დრეკადია. თრომბი ადვილად ჩერდება, ცილით მშიერ ,დეფორმირებულ ,სუსტ ადგილებში. უამრავი დაკვირვებებით არის შესწავლილი და დამტკიცებული, რომ ძალიან ბევრი სასიკვდილო დაავადება, მიუხედავად სხვა მიზეზებისა, საბოლოოდ გამწვავებულია და საერთოდ დასტატუსებულია , კუნთური ცილების ნაკლებობის გამო. უფრო მეტად დესმოსინის, ელასტინის და სხვა ცილების გამო. მაგალითად—————-კისტური ფიბროზი , რაზეც უკვე გესაუბრეთ და რაც არის ერთ-ერთი ცნობილი დამზიანებელი ადამიანების ; ფქოდი ანუ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ;აორტის ანევრიზმა და საერთოდ ყველა ტიპის სისხლძარღვის გახეთქვა ——ინსულტის და ინფარქტის ჩათვლით. რა მიზეზების ერთობლიობაც არ უნდა ჰქონდეს ინფარქტს, ინსულტს ანევრიზმას, ფილტვების ინფარქტს, ელენთის ინფარქტს, ნაწლავის პერფორაციას, ბოლო აკორდი მაინც ამ ორგანოების სისხლძარღვის ან არტერიის ან ვენის კუნთოვანი ქსოვილის გახეთქვაა. ვერცერთი მიკრობი ან ვირუსი ვერ დააზიანებს ფილტვის ქსოვილს ანთების დროს , თუ მისი სისხლძარღვების კუნთოვანი ქსოვილი ძლიერი და დრეკადია. ინფარქტი არასოდეს არ მოხდება, მიუხედავად მძიმე მიზეზებისა, თუ გულის კუნთის დრეკადობა ჯანსაღია. კუნთის დრეკადობა კი, ცილების სრული შემადგენლობის გარეშე განწირულია. ზოგი ადამიანი პირველივე გულის შეტევაზე მომკვდარა. ზოგი კი, მთელი ცხოვრება გულს უჩივის , ჯიბეში ვალიდოლით ცხოვრობს და არ გარდაცვლილა. რადგან მას, უფრო მეტი ბალანსი აღმოაჩნდა ცილების. კანის ტუბერკულოზი დღეს მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს , არც კი იციან და უამრავ ალერგიულ დაავადებაზე მკურნალობენ. კანის ტუბერკულოზი ადვილად ყალიბდება კუნთური მექანიზმების დეგრადირების დროს და კუნთების სისუსტეს იწვევს. რომელიც ხან კუნთის ყრუ ტკივილითაა გამოხატული, ხან კუნთის შესუსტებული დრეკადობთ, ხან კი ალერგიული ტიპის გამონაყარით. შარკოს დაავადების დროს კუნთების სისუსტეა მთავარი წამყვანი და ზუსტად ვიცი ცილების უამრავი ჩამონათვალიდან რომელი ა დაცემული, ისევე როგორც ნებისმიერი დაავადების დროს. კიდევ ბევრი დაავადების დასახელება შეიძლება , სადაც მიზეზი და წამყვანი კუნთური მექანიზმების მოშლაა, რომელიც უპირველესად, ცილების დაშლითაა გამოწვეული. ქრონიკული რადიკულიტი , რომელიც ბევრს მხოლოდ უსარგებლო დიკლოფენაკების იმედზე აქვს დატოვებული, ზურგის ტვინის დაზიანება და კუნთის ქრონიკული კვდომაა ცილოვანი დისბალანსის გამო. კუნთები კვდებიან ცილების დეფიციტის გამო. შეიძლება ადამიანი ჯერ კიდევ მოძრაობს და აქტურად მოღვაწეობს, არ აქცევს ყურადღებას სხვადასხვა ჩივილებს , მაგრამ მისი ცილები იშლება და კუნთი თანდათან კვდება. კუნთი რომ კვდება, ის ტოქსიკურად ამუშავებულ ცილას— მიოგლობინს გამოყოფს და ეს კუნთის ჰემოგლობინი ორგანოებს მუდმივად წამლავს და აზიანებს. სისხლის და კუნთის პრობლემების გარეშე არ არსებობს კიბო გაჩნდეს. ტოქსიკური მიოგლობინი, თუნდაც განმეორებადი რადიკულიტის დროს ,კუნთის და სისხლის სისტემურ ინტოქსიკაციას და მისი ფორმულის დაზიანებას იწვევს. ყველაზე ნაკლები სასიცოცხლო პროგნოზი მცირეუჯრედოვან კიბოებს აქვთ. ასეთი ტიპის კიბო ფილტვებს ახასიათებს ხშირად და აღმავალი ზიანი კუნთური დაზიანებების მიზეზითაა .ფილტვი ყველაზე სენსიტიურია კუნთური ცილების დაშლის გამო. ანთებას ანტიბიოტიკით ვერ მოარჩენ, თუ ფილტვს თავისი საყვარელი, მკვიდრი ცილები აკლია. რენტგენზე ინფილტრაციის გაქრობა მორჩენას არ ნიშნავს. ფილტვის უჯრედი ბოლომდე უნდა სტაბილიზდეს. არითმიის მთავარი მიზეზი კუნთური დაზიანებებია ანუ ცილის დაშლა. ცილოვანი შემადგენლობის აღდგენის გარეშე, მედიკამენტებით , მარტო ავტომატიზმის რითმის შეცვლაზე ზეწოლა ამიტომ არის უშედეგო. გულის სიჩქარის არცერთი პრეცენდენტი არ არსებობს კუნთური პრობლემების გარეშე ანუ ცილის დეფიციტის გარეშე. ანუ კუნთის შემადგენელი ცილების და ნივთიერებების დეფიციტის და ცვლების დარღვევის გარეშე. როცა პარკუჭების ფიბრილაციაა პულსის სიჩქარის შედეგად და გული ჩერდება, ეს არის გულის კუნთური ენერგიის ბოლომდე დაცემა, რომელიც გულის კუნთის სასიცოცხლო ცილების გაქრობამ გამოიწვია. კუნთური კრეატინფოსფატის ბოლო წვეთის დაცემა სიკვდილის მანიშნებელია. მის შემდეგ სიცოცხლე აღარ არის. კუნთი , ცილის გარეშე ქრება. შეშუპებების მთავარი მიზეზი კუნთური ცილების დაქვეითებაა.
ნახავ გადაღების პასუხს და გაგაოცებს—- ხან -რეაქცია არ არის თრომბულ ათეროსკლეროზულ ფოლაქზე. ეს არის—–ერთად თავმოყრილი თრომბების მთა. ეს ნიშნავს, რომ სიკვდილს დაატარებ და სიცოცხლე უკვე ბეწვზე ჰკიდია. სიკვდილი დამოკლეს მახვილივით თავზე დგას უკვე მუდმივად. როცა თრომბი დიდი ზომისაა არ წახვიდეთ თერაპიული პროფილის ექიმთან .პირველად, კარდიოქირურგმა ვენაში ან არტერიაში თრომბული კონგლომერატი მიკროქირურგიული გაწმენდის წესით უნდა დაშალოს. ეს კრიტიკულად სასიცოცხლოა. როცა ეკონომიკა უკიდურესად დაცემული გავს და ამას ვერ ახერხებ,ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი ექიმი უნდა ნახო .რომელიც ამ პრობლემას დიდი განცდებით შეეჭიდება და პარალელურად სისხლძარღვის კედლის დაცვაზე იზრუნებს. ვინც არ აგიხსნით, რომ ათეროსკლეროზული ფოლაქი უკვე სიკვდილის ანგელოზია, იმასთან საქმე აღარ დაიჭიროთ. ამ დროს არც ტკივილია და არც ზედმეტი მონაცემები. შეიძლება წნევის მცირე აწევა იყოს პერიოდულად და სხვადასხვა დისკომფორტები .თრომბის დიდი კონგლომერატი მხოლოდ კარდიოქირურგის კომპეტენციაა. მცირე და საშუალო თრომბების დროს, ანტიკოაგულანტის დროებით გამოყენება აუცილებელია , მაგრამ მისი ანუ გამათხიერებლის გრძელი კურსები სასიკვდილო შედეგისაა. რადგან, როგორც პროტეინ ცე ს მექანიზმებით ბევრჯერ ავხსენი ,დინამიკაში მათი გრძელი კურსის დროს , მეტი თრომბი მიიღება. რადგან———გათხიერებული სისხლი არ ნიშნავს თრომბების არარსებობას. მოკლე კურსები აუცილებელია, პარალელურად სისხლძარღვის კედლის განმტკიცებით ანუ შესაბამისი მედიკამენტებით , რაც სიცოცხლის დაცვაა. გრძელი კურსების დროს იშლება სისხლძარღვის კედლის ცილები .ამის გამო ქვეითდება ის ნივთიერებებიც , რაზეც დგას კედლის დრეკადობა. მცნება გათხიერებით, რაც მედიცინის მეცნიერებისთვის უკიდურესად პრიმიტიული ინტერპრეტაციაა, დეგრადირდება და იშლება სისხლძარღვის კუნთოვანი შრის ცილები და ამინომჟავები. თრომბი არ არის თითში ეკალი. ის სიგნალია სამყარისგან , რომ სიცოცხლე საფრთხეშია. ამიტომ მისი მიზეზი უნდა გაირკვეს და სტაბილიზდეს. თრომბის მიზეზთა მიზეზი ანუ მთავარი მიზეზი——-სისხლძარღვების კუნთოვანი შრის ცილების და ამინომჟავების დაშლაა. სპეციფიკური ამინომჟავების ჩამონათვალია, რომელთა ცვლისა და შემადგენლობის დარღვევა ანუ მათგან მინერალების და ვიტამინების გამოვარდნა ან მეტობა———თრომბს აყალიბებს. ამინომჟავების და ცილების სტაბილურობაზე დგას სიცოცხლე. რადგან სისხლში, ამინომჟავებსა დ ა ცილებში სამყაროდან წინასწარ ჩაწერილია სიცოცხლის სრული ხაზი. ანტიკოგაულანტის გრძელი კურსით სიცოცხლეს საფთხეში აგდებ . ეს ბევრჯერ ავხსენი და დროა ბოლომდე გაიაზროთ, რომ იცოცხლოთ. ნუ დაშლი სისხლს, მასში შენი გენეტიკაა ჩაწერილი და სწორედ ის გაცოცხლებს.
იოდის და სელენის ცვლა ნორმაში რომ არ არის, კუნთის ცილები დაშლას იწყებენ. ბევრი მიზეზი აქვს კუნთურ სისუსტეებს და შესაბამისად ,დამბლებს და სისხლძარღვების გასკდომებს. მაგრამ, იოდის და სელენის ცვლის დარღვევა, უკვე საბოლოო ტრამპლინია კუნთის ცილების დასაშლელად. ისევე როგორც ყველა ელემენტის, ასევე სელენის მეტობაზე სხვა დაავადებებია, ხოლო ნაკლებობაზე კიდევ სხვებია. მაგრამ როცა მისი ცვლაა მოშლილი, ის დასაბამია ყველაზე მძიმე დაავადებების. მაგალითად, არ არსებობს პროსტატის კიბო, სელენის ცვლის საბოლოო დეგრადირებამდე. არც ჩიყვის არცერთი ფორმა არ განვითარდება, მისი ცვლის სრულ დეგრადაციამდე. ჩიყვის დროს იოდის პრეპარატის მიღება პრობლემას არ ხსნის. მთავარია იოდის შეწოვა და სწორი განაწილება. ეს კი სელენის და კიდევ რამდენიმე კომპონენტის ნორმული ცვლის გარეშე სწორად ვერ მოხდება. მსოფლიო მედიცინის თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტის კვლევის დასკვნაა———–სელენის და იოდის ცვლა ნორმაა?——-არ იქნება კიბო. ცვლის ნორმა არ ნიშნავს ამ პარამეტრის ნორმაში ყოფნას. არამედ, მისი ცვლის ყველა რეაქცია ნორმაში უნდა იყოს. ნაწლავის და კუჭის წყლულის მკურნალობა უშედეგოა სტანდარტული მკურნალობით. მათი მიზეზი მრავალწახნაგოვანია, უპირველესად კი კუნთური ცილების რღვევაა. რადგან , წყლული , კუნთის ქსოვილის ცილების დაშლაა სხვა ინგრედიენტებთან ერთად. წყლულის დროს ყველაზე მეტი კომპონენტია დაცემული. უპირველესად კი ცილები. კონკრეტულად რომელი ინგრედიენტებია დაცემული, ნებისმიერი დაავადების დროს, ეს გამოცდილმა ექიმმა ზუსტად იცის. მაგრამ, მკურნალობის დროს კიდევ ინდივიდუალური დეფიციტების გასარკვევად ბიოქიმია თეორიულად თავიდან ბოლომდე უნდა გაანალიზდეს. დროის და გონებრივი დანახარჯების მიხედვით ეს ურთულესია. პაციენტს წარმოდგენაც არა აქვს ,ექიმი რამდეგ აზროვნებას გადის სწორ დანიშნულებამდე.
დამბლები, ინსულტები, ინფარქტები, სახსრების შეზღუდვები, მოძრობის გაძნელება, სხვადასხვა ორგანოს დაზიანება და მათი ფუნქციების დაკარგვა, განსაკუთრებით ფილტვების დაავადებები ———–უცებ არ იწყება. მთავარ მიზეზებში კუნთების დაზიანება და მისი ცილების დაშლაა. კუნთის დაზიანების ერთი მკვეთრი მახასიათებებლია ——კრეატინკინაზა , რომელიც უნდა გამოიკვლიოთ .ჩამოვთვლი როდის უნდა გამოიკვლიოთ კრეატინკინაზა—–1-გულის ინფარქტი 2—–კუნთის დისტროფიები 3-ტრავმები 4-ინტოქსიკაციები 5–გახანგრძლივებული, თუნდაც, სუბფებრილური ტემპერატურა, მითუმეტეს ავთვისებიანი ჰიპერთერმიების დროს. 6—- ჰიპოთირეოზის მეორე სტადიიდან 7-თავის ტვინის პრობლემების და ინსულტების დროს. 8—–ნეიროპათიების, ხერხემლის ქრონიკული ტკივილების და კისრის ოსტექონდროზის დროს.ის ფერმენტია და მართავს იმ რეაქციებს, რომლებიც კუნთს ენერგიას აწოდებენ. თუ პროცესი ისეა, რომ ეს ანალიზი ნამდვილად დაგჭირდათ, მაშინ ანტინუკლეარული ანტისხეულებიც უნდა გამოიკვლიოთ.
ლაქტატდეჰიდროგენაზა კუნთის ფერმენტია, რომლის ანალიზი ბევრს აქვს გაკეთებული, მაგრამ ხშირად არ იციან რატომ აიღეს. ეს ფერმენტი აჩქარებს რძემჟავას ფიზიოლოგიურად შესვლას რეაქციაში . რძემჟავაზე ხშირად მისაუბრია. განსაკუთრებით, შაკიკის დროს აქტიურდება და შეტევის ერთ-ერთი მაპროვოცირებელია. ლაქტატდეჰიდროგენაზა ჭარბად არის ——გულში, ღვიძლში, თირკმლებში, სისხლში, პანკრეასში. რადგან ,ის ამ ორგანოების ერთი მთავარი მაფუნქციონირებელი კომპონენტია. ამ პარამეტრის ანალიზი გამოავლენს საეჭვოდ დაზიანებულ უჯრედებს კუნთში. ეს ფერმენტი რძემჟავას მარილს ეხმარება სწორ დაჟანგვაში, რის შედეგად შაქრისგან მიღებული ენერგია კუნთს სრულად მიეწოდება , რომ მისი შეკუმშვა ანუ ადამიანის გადაადგილების უნარი უზრუნველყოს. ჟანგბადის ნაკლებობის დროს ეს ფერემენტი ლაგდება, გროვდება და იწვევს დაავადებებს. შეიძლება პირველ ეტაპზე ანალიზში არ დაფიქსირდეს. მაგრამ, ნებისმიერი ჰიპოქსიის დროს , ამ ფერმენტის პათოლოგიური ჩალაგება დაწყებულია. როგორც კი ამ ფერმენტის ჩალაგება იწყება, უჯრედები უკვე გვარდება , იშლება და ბოლოს სიმსივნურად გადაიქცევიან. რომელია დაავადებები როცა მატულობს ლაქტატდეჰიდროგენაზა? ———ციროზი , ლიმფომა, ლეიკემია, ინფარქტი გულის, მძიმე ანემიები, კიბო, ზოგი ვიტამინის დეფიციტი, თრომბოციტების დაზიანება ,სისხლდენები, მეტასტაზები, კუნთის დისტროფია ,კრუნჩხვები, ჰიპოთირეოზი ,ძვლების დისტროფია, სახსრების პრობლემები და ოსტეოპოროზები ,გაუვალობა ნაწლავების, მონონუკლეოზი, ძვლის კიბო ,პანკრეატიტი, მოტეხილობა და სხვა .ეს ანალიზი არ იქნებ ა სწორი, თუ- გაქვთ—–კანის რომელიმე დაავადება ან თრომბოციტების და ანემიების პრობლემა ან თირკმლის დაზიანება ან ალკოჰოლი გაქვთ მიღებული იმ დღეებში. ეს ფერმენტი არა მარტო კუნთის ქსოვილის უჯრედების დაზიანების მარკერია, არამედ უამრავ პრობლემას გვაპოვნინებს. მაგალითად, მასზე დაყრდნობით უცებ შეგვიძლია განვასხვავოთ ბაქტერიული და ვირუსული მენინგიტი . ვირუსული მენინ გიტი ბევრს გადააქვს , ისე რომ არც კი იცის რა გადაიტანა. რადგან ძლიერი ვირუსი ჰგონიათ ხშირად. მაგრამ , ბაქტერიული მენინგიტის მკურნალობის დაგვიანება სასიკვდილოა. ასევე ამ ანალიზით ექიმი ანსხვავებს ექსუდატს და ტრანსუდატს ,რაც ჩვენთვის -ექიმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ა . ექსუდატი არის მწვავე ან ქრონიკული ანთების ნიშანი. ხოლო ტრანსუდატის დროს, სისხლძარღვის შიგა წნევა მომატებულია,სისხლში ცილების ძლიერი სიჭარბეა და ამის გამო შეიძლება ინსულტი ან პერფორაცია ან სხვა მძიმე ვარიანტი სწრაფად განვითარდეს და ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში გადავიდეს.
ცილებზე ბევრჯერ მისაუბრია დეტალურად. ახლა დავაკონკრეტებ. იმ მექანიზმებში ——რომლებიც ტვინის სკლეროზულ დაავადებებს , კუნთურ დამბლებს ; სისხლძარღვების ,არტერიების დრეკადობის მოშლებს; ინსულტებს, ინფარქტებს, ასევე უამრავ პათოლოგიერ პროცესებს ავითარებენ ——– წამყვანი პრობლემაა—–ცილების დაშლა. 500 ზე მეტი ცილა ვიცით მედიცინაში. კუნთი ცოცხლობს ცილებით და მისი კომპონენტების ჯანსაღი ციკლით. ცილებია———-ინსულინი, ზრდის ჰორმონი, უამრავი ფერმენტი, ანტისხეულები ,ჰემოგლობინი. ცილა მიოზინის და აქტინის გარეშე ნაბიჯსაც ვერ გადადგამთ. ბავშვებში ხშირი ბრონქიტები და ფილტვების ანთებები, შესაბამისად ზრდასრულებშიც, მარტო იმუნიტეტის სისუსტით და მიკრობული ფლორით არ გამოიწვევა. ამ დროს სასუნთქი სისტემის კუნთურ ქსოვილში ცილების დაშლის პროცესია. ეს ბევრჯერ დამიფიქსირებია. ამ დროს, ხშირად უსარგებლოდ იხარჯება ანტიბიოტიკები და მიიღება რეზისტენტული შტამები. რომლებიც შემდეგ სხვა მძიმე დაავადებებს ვეღარ არჩენენ. სხვა მაპროვოცირებელ ფაქტორებთან ერთად, კუნთური ცილის პრობლემური გამოხატულებაა—– ინფარქტის, ინსულტის, პერფორაციის, ანევრიზმის ფაქტები. თუ კუნთური ცილა პრობლემური არ არის—–მეხსიერება არ დაქვეითდება, ჰემოგლობინი არ დაიწევა. იმუნიტეტის დამცავი ღერძები——ინტერფერონი და ლიზოციმი არ წარმოიქმნებიან, თუ ცილების დეფიციტია. მათ დეფიციტს მოყვება სხვადასხვა ანთება, ფერმენტების დამახინჯება და დაავადებებები. კუნთოვანი დისტროფიების დროს , ცილა -დისტროფინი ქრება. საჭმლით შესული ცილებით ამინომჟავები მიიღება . სხვადასხვა ცილა, ამინომჟავების გრაფიკული ფორმულებით განსხვავდება. ცილები და ამინომჟავები ადამიანის სასიცოცხლო საყრდენებია. ამიტომ ვსაუბრობ მათზე ძალიან ხშირად . ცილის დაკლების რომელიმე ნიშანი თუ გაქვთ , ორგანიზმი უკვე გამზადებულია სხვადასხვა დაავადებისთვის ან უკვე მიმდინარეობს ისინი თქვენს სხეულში. ცილა დაქვეითებულია ამ გამოხატულებების დროს—————შეშუპება ,თუნდაც პერიოდული და თუნდაც თვალთან ;კანის დაავადებები, განსაკუთრებით გამონაყრებით მიმდინარე; თმის ცვენა, კუნთების ტკივილი, წონის ძალიან დაქვეითება ან ძალიან მატება , სისუსტე, ბავშვების განვითარების შეფერხება—–ფიზიკურიც და გონებრივიც; ღვიძლის დაავადება, ფარისებრის დაავადებები, გულის დაავადებები, მეხსიერების პრობლემები, ჰორმონების დარღვევა ,კიბო. ცილები ტრანსპორტირებენ—–ჟანგბადს ,მინერალებს, ვიტამინებს სისხლამდე და უჯრედებამდე. ორგანიზმის უთვალავი რეაქციებით შეკრული მთელი ბიოქიმიის დირიჟორი———— ცილებია. ცილები ქმნიან იმუნიტეტს, რადგან ისინი ანტისხეულებია. ცილები აკონტროლებენ საჭმლის მონელებას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. რადგან, ისინი კუჭ-ნაწლავის ფერმენტებია. ყველა ცილა დეფექტურია, თუ მათში ამინომჟავების ნაკლებობა ან მეტობაა.
კუნთის დაზიანების გამოხატულებაა1——-შეკუმშვის უნარის დაკარგვა, რაც ქმნის გადაადგილების პრობლემას 2—ტონუსის დარღვევა,რაც მძლავრი მაპროვოცირებელია-ინსულტების, ინფარქტების, პარეზების, ფილტვების დაავადებების. კუნთები იკუმშებიან ტვინის ნერვული იმპულსების კონტროლით. ეს არის გადაადგილების მთავარი პირობა. კუნთის დაავადების დაწყების განმსაზღვრელია შეკუმშვის და ტონუსის პრობლემა. რაც თავისთავად ტვინის დაზიანების ხარისხის შემფასებელია . უმრავლესობა დაავადება ,ეს არის ტვინსა და კუნთში ნივთიერებათა ცვლის ერთდროულად მოშლა. ათასობით ცვლის დაზიანებასთან ერთად, ამ ფონზე ძალიან ირღვევა კუმშვადი ცილების და ატეეფის ცვლები. კუმშვადი ცილები სიცოცხლეს ანელებენ და თანდათან კვდებიან. კუმშვის ფუნქციის დაკარგვის გამო, არტერიები და სისხლძარვები ადვილად სკდებიან. განსაკუთრებით ეს უჭირს ფილტვის სისხლძარღვებს. ამიტომ არის სიკვდილით დამთავრებული ნებისმიერი დაავადების ბოლოს ფილტვების ანთება. უეცარი სიკვდლის გარდა, ნებისმიერი ორგანოს დაავადებით გარდაცვალების ბოლო ეტაპი ფილტვბის ანთებაა. მაგალითად, კიბოთი დაავადებულს, შეიძლებოდა ბევრად მეტი წლები ეცოცხლა, მაგრამ მისი კაპილარული, ინტესტიციული ფილტვების ანთების გამოცნობა ვერ მოხდა. რადგან ხველა არ ჰქონდა და ამიტომ გარდაიცვალა.
მეცნიერთა დიდი ხნის დაკვირვებით და თანამედროვე მსოფლიო მედიცინის უამრავი კვლევების მიერ დადგენილია, რომ სტრესი არის ის დამანგრეველი ტალღა , რომელიც ძირშივე სპობს ნერვულ სისტემას, კუნთებს და თავის ტვინს. ყველა დაავადება იწყება აქედან———– სტრესი, ცუდი სიტყვა, ადამიანის უმადურობა, უხეში მოქცევა, დამცირება, ღირსების შელახვა,დამცირება, უყურადღებოდ მიტოვება და სოციალური იზოლირება. შიში არის საწყისი ყველა დაავადების და უჯრედების დეგრადირების. შიში ჯერ ქვეცნობიერს ამსხვრევს, შემდეგ გადადის ანატომია-ფიზიოლოგიაზე და იწყება დაავადება. ბავშვობის ასაკში მიღებული შიშების ჯამი, ზრდასრულობაში ქმნის ფსიქოპათებს და სოციოპათებს. სტრესთან გამკლავებაში მონაწილეობს უამრავი ნივთიერება. მხოლოდ ზოგიერთ, მთავარ მოქმედ პირს განვიხილავ ძალიან მოკლედ. ტვინიდან კუნთური მეტაბოლიზმის პროცესში, ყველაზე მეტად ღირებულია —- სეროტონინის, კორტიკოსტერონის, კორტიზოლის და მელატონინის როლი. ტვინში წარმოშობოლი მელატონინი და თირკმელზედა ჯირკვალში მიღებული კორტიკოსტერონი და კორტიზოლი, მართავენ ნერვული დარტყმების და განცდების დროს, სხვა ნივთიერებებთან ერთად, კუნთების მეტაბოლურ ცვლას თავიდან ბოლომდე. სეროტონინზე ანუ 5 ჰიდროქსიტრიფტოფანზე დეტალურად ვისაუბრე მასზე სტატიაში. სეროტონინი ახდენს მთავარ ზემოქმედებას კუნთის და სისხლძარღვების შეკუმშვაზე ; ნაწლავებში საკვების გადაადგილების ტემპზე. სეროტონინი იმ ნეირონებშია, რომლებიც ტვინის ღეროში არიან და ასაზრდოებენ ტვინის ყველა უბანს. სერტონინი მთლიანად აკონტროლებს სტრესის ჰორმონების ——კორტიზოლის და კორტიკოსტერონის ცვლას. კორტიზოლზე ყველა სტატიაში ვსაუბრობ. მის კისერზეა დაავადებების უმრავლესობა. მათ შორის წნევა , სიმსუქნე, ქოლესტერინის სიჭარბე და სხვა. იქ სადაც სეროტონინის, კორტიზოლის , კორტიკოსტერონის და მელატონინის რღვევაა, დაავადებები უძლიერესი სტრესიდან ან სტერესების და განცდების ჯამისგან არიან მიღებული. კერძოდ——————-კუჭ–ნაწლავის დაავადებები,ნერვული სისტემის და საერთოდ ტვინთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული პათოლოგიები; უძილობის პრობლემები, სიმსუქნე, ძლიერი სიგამხდრე, ჭარბი ქოლესტერინი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ქრონიკული ტემპერატურები, კუნთოვანი პრობლემები, წნევა, გულსისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, ფისიქიკური დაავადებები, დეპრესია, პარეზები და სხვა .ამ დაავადებების დროს ნერვული უჯრედები უკიდურესად დაზიანებულია. არ არის სავალდებულო , ამ დაავადებულ ადამიანს ჰქონდეს გადატანილი ძლიერი სტერსი. შეიძლება ის მას , მემკვიდრეობით გადმოეცეს გენეტიკის ზედა რომელიმე შტოდან. კუნთური ატონიით უნარშეზღუდულ ბავშვს ბიოქიმიის მოშლის უამრავი ეპიზოდი აქვს.მაგრამ მისი დაავადების მიზეზები ამით არ ამოიწურება. მან სტერსული ტალღის დარტყმა ან დედის ორსულობაში მიიღო ან გენეტიკის ზედა შტოდან მოყვება. ძველთაგანვე მედიცინას ყველა დაავადების მექანიზმში , ერთ მიზეზად ნერვული იმპულსების დარღვევა აქვს გამოტანილი. ბევრს შეცდომით—-კუჭ-ნაწლავის ნერვული უჯრედის ცილოვანი გამოფიტვის სინდრომი, იზოლირებული ნევროზი ჰგონია და სრულყოფილი დანიშნულების ნაცვლად, დამამშვიდებლებს იღებს . მედიცინა ყოველდღე წინ მიდის და ძალიან დიდ ი მიღწევები გააჩნია. მაგრამ , მედიცინის მსოფლიო ექსპერტები აღიარებენ, რომ ამ დარგში კიდევ ბევრია გასაკეთებებლი და ამოუცნობი. რაც ამოცნობილია ის მაინც უნდა გამოვიყენოთ ადამიანების სიცოცხლისათვის. მაგალითად, კუჭ-ნაწლავის და სახსრსების დაავადებების დროს , წამყვანი ფაქტორი , ტვინის ნერვული იმპულსების შეთახმებული მოქმედებაა კუნთურ ცილებთან, ამინომჟავებთან , ფერმენტებთან და იმ ნივთიერებებთან , რომლებიც ტვინში იბადებიან და კუნთურ უჯრედებს მართავენ. ამიტომ, კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს , არ უნდა დაიწეროს, მხოლოდ, ბაქტერიის შემბოჭველი დანიშნულება. ანუ იგივე ,რაც 40 წლის წინ იწერებოდა.
ადამიანმა დიდხანს რომ იცოცხლოს და ჯანმრთელად და სპორტულად იყოს, აუცილებელია ექიმისგან ენერგეტიკული მეტაბოლიზმის კონტროლი. ატეეფის ცვლა თუ ნორმაში არ იქნება, ყოველთვის მოსალონდნელია სისუსტე, პარეზი, სასხრების დაზიანება, გულის და სხვა ორგანოების კუნთური ზიანი, სკლეროზი და სხვა. მეტაბოლიზმის პრინციპია——ატეეფი რამდენიც მოიხმარება იმდენივე უნდა წარმოიქმნას. სხვა შემთხვეავაში უჯრედი ენერგიისგან იფიტება და ადამიანს სულ სისუსტე ექნება. უჯრედების გამოფიტვას ადამიანი სიკვდილემდე მიყავს. რადგან , ატეეფის ენერგიის გარეშე უჯრედი თანდათან კარგავს ფუნქციებს და კვდება. ამ ენერგიის ბაზა ——გლუკოზაა ანუ შაქ ა რი. გარკვეული ფერმენტების მთელი რიგი, ახორციელებს გლუკოზის ანუ შაქრის მარეგულირებელ რეაქციებს მიტოქონდრიებში. ეს ფორმულებით და რეაქციებით, რომ გადმოვცე , ძალიან შორს წამიყვანდა. როცა მიტოქონდრიებში გლუკოზის გარდაქმნის რეაქციები შეზღუდულია, მიიღება ჰიპოქსიური ორგანიზმი ანუ უჟანგბადო ადამიანი. ხშირად ამიტომ მივუთითებ უშაქრო დღის მავნებლობაზე. უშაქრო ყავის დანერგვაზე. თუმცა სამწუხაროდ, უშაქრობას ისეთი პერსონები ქადაგებენ, რომლებსაც მიტოქონდრიალურ რეაქციებზე წარმოდგენა არა აქვთ და უხერხემლოდ მიყვებიან გასნობებულ— უშაქრო მეტაბოლურ ტრენდს. თუ გლუკოზის ზომიერ რაოდენობას ვერ მიიღებს ადამიანი, არასოდეს ჰიპოქსია არ მოიხსნება. ყველა დაავადების განვითარების და გამწვავების ფონი ჰიპოქსიაა. ამ ფონზე კუნთის ფერმენტის —-კრეატინის ცვლის მოშლა ,ხშირად კი მატებაა. თუ სტრესი ახალია, მაშინ კუნთის მეტაბოლიზმში ყველა ცვლა მოიშლება. უფრო მეტად და სწრაფად ეს გამოიხატება დამბლების, სახსრების პრობლემების, პარეზების, ნერვული დაავადებების, სკლეროზების დროს. რომ არ მოხდეს ——დამბლები, სახსრების და ხერხემლის დაავადებები, სკლეროზები, სისხლძარღვის და ორგანოების კედლების ელასტივობის დაკარგვა, ამისთვის ატეეფი, კრეატინი, უამრავი ფერმენტი და სხვა ასეთივე საჭირო ნივთიერებები ჯანსაღად უნდა ფუნქციონირებდნენ. თამედროვე ,მსოფლო მედიცინის უახლესი მნიშნელოვანი კ ვლევებით, სტრესის ფონზე ყველა ეს ფერმენტი და ნივთიერება დაბლოკილია ან მათი შემადგენელი რეაქციები დამახინჯებულად მიდიან. ადრე იყო ასეთი ჰიპოთეზები, რომ ტვინში დარღვეული პროცესები ანელებდენ კუნთურ რეაქციებს. მაგრამ, მარტო ასე არ არის. ადამიანის მეტაბოლიზმი ერთი მთლიანი სქემაა. როგორც ტვინის ქსოვილიდან ხდება კუნთურ უჯრედებზე ზიანი, ისეა პირიქითაც. ცუდი განწყობის, წყენის, სტრესის, უიმედობის, ცუდი სიტყვების მოსმენის, იმედგაცრუების, შურის და ბოღმის ზემოქმედების მიღების დროს ,უჯრედებში მიტოქონდრიები დეგრადირდება; ცილები და ამინომჟავები იშლება, დეენემი ზიანდება. ამ ფონზე ენერგიის წარმოქმნა წყდება. დასტრესილ ი განწყობის დროს, ამიტომ ეკარგება ადამიანს , რამეს გაკეთების ხალისი, ოპტიმიზმი. მოძრაობის უნარი შეუმჩნევლად ,მაგრამ იზღუდება. ენერგიის გამომუშავების სასიცოცხლო მამოძრავებელი მექანიზმები იბლოკება. სტრესის ფსიქოლოგიურ ტალღას ემატება, ჟ ანგბადის დაცემის აგრესიული ტალღა. ორგანიზმში ჟანგბადის განაწილება ჩერდება. ამიტომ ვამბობ ხშირად, მოიშორეთ უმადური, შურიანი, ბოღმიანი უხასიათო, დამთრგუნველი ახლობლები , ვაიმეგობრები და ნათესავები. ისინი თქვენს სიცოცხლეს ამცირებენ.
კუნთური პრობლემების დროს, დარღვეული უამრავი პროცესიდან და რეაქციებიდან , იკვეთება კალციუმის იონების მატება. ეს პათოლოგიურად ააქტიურებს ჰორმონალურ სისტემას და სეროტონინს. ამიტომ არის სასიგნალო, კიბოს წინ როგორც სეროტონინის , ისე კალციუმის მატება. სტრესის გავლენით მოშლილ კუნთურ ბიოქიმიაში, ხდება ჰორმონების რღვევა, რომელიც მავნე ზეწოლაა ყველა უჯრედულ დონეზე. ყველაზე მეტად ისინი აზოტის ჟანგს ურტყამენ. აზოტის ჟანგის უჯრედული რეაქციები კუნთებს ადუნებენ და ასტიმულირებენ, წნევას არეგულირებენ, იმუნიტეტს ამწიფებენ, საჭმლის მონელებას და კუჭ-ნაწლავს აკონტროლებენ. ჩამოთვლილი დაავადებების დროს, კუნთურ პრობლემის ბიოქიმიაში გამოვკვეთავ ყველაზე მთავარ სამ დარღვევას, რომლებიც გადამწვეტი არიან კუნთური დრეკადობის მოშლაში. ესაა——ფსიქოლოგიური ზეწოლა, ჰიპოქსია და ჟანგვითი დარღვევები. სწორედ ჟანგვითი რეაქციების დარღვევაა მთავარი მიზეზი, მაგალითად—- აუტიზმის. ჟანგვითი რეაქციების გაუკუღმართების გამო ქრონიკულდება დაავადებები. ამ სამი პროცესის ბიოქიმიური გაუკუღმართება, ყოველდღე უფრო აზიანებს ტვინს და კუნთურ სისტემას. ამ მექანიზმების მოშლა აზიანებს სეროტონინის, კორტიზოლის და კორტიკოსტერონის ცვლებს. შედეგად უამრავი დაავადება წარმოიქმნება———-გახანგრძლივებული ტემპერატურები; სეროტონინის სინდრომი, რომელსაც სხვა პარალელური მექანიზმებიც აქვს; დიარეა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ინფარქტები, თრომბი, სახსრების და კუნთური სისტემის დაავადებები—–პარეზები და სხვა. ქრონიკულ სინუსიტშიც და რინიტშიც საბაზისო ეს მექანიზმებია. ჩვენთან კი ხშირად, ქრონიკული რინიტის მკურნალობა,მხოლოდ წვეთებით, ანტიბიოტიკით და აეროზოლით ხდება. რაც ჩვენი მედიცინის დამუხრუჭებაზე მიანიშნებს.
სტრესები , შიშები, უარყოფითი ემოციები—— სეროტონინს, კორტიზოლს და სხვა სტრესის ჰორმონებს თავის ნებაზე ათამაშებს, გლუტათიონს ამცირებს და კლავს. კიბოს, კარებს უღებს; დაზიანებამდე და სიკვდილამდე მიჰყავს უჯრედები; ამუხრუჭებს იმუნიტეტს. მარტო გლუტათიონი რომ ავიღოთ, თუ როგორი სასიცოცხლოა , მასზე ამ მონაცემებს გლუტათიონზე ჩემს სტატიაში იხილავთ. სტრესი, ჰიპოქსია და ჟანგვითი აშლა უამრავი დაავადების მექანიზმშია, რომლებიც დღეს ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს. თრომბირება ამათი შედეგია. კუნთური სიძლიერისთვის კრეატინის სტაბილურობა გადამწყვეტია. მისი ნორმული ცვლა უმნიშვნელოვანესია დამბლების, პარეზების, კუნთური დისტროფიების , გულის კუნთის დაზიანების, , სისძლარღვების და არტერიების დრეკადობის მოშლის ასაცილებლად. ის მჟავაა , რომელიც იქმნება თირკმლებში, პანკრეასში და ღვიძლში. ის გარანტია ტვინის დაცვის. მასზე ადრეც ბევრი ვისაუბრე და ავღნიშნე, რომ კრეატინი და კრეატინინი სხვადასხვაა. კრეატინი იცავს ყველა ტიპის კუნთსა და ტვინს ტოქსიკური ელემენტებისაგნ და არასწორი ჟანგვისგან. სწორად რომ მიდიოდეს ჟანგვითი რეაქციები ადამიანებს არც ქრონიკული დაავადებები არ ექნებოდა და არც საშიში მდგომარეობები. უკიდურესი მოშლა ჟანგვითი რეაქციების , კიბოს მიმღებლობის რეალური შანსია. ბევრი პაციენტი საერთოდ ვერ იაზარებს, გამოცდილი ექიმი თუ რა პროცესებს აკვირდება მის ორგანიზმში. რომელთა დასკვნებზე ა გათვლილი დანიშნულებები. ყველა სტრესის თუ ცუდი განწყობის დროს , ადამიანის სიცოცხლისთვის დიდ როლს იღებს სტრესის ჰორმონები. ამიტომ აა მათი ცვლების დარეგულირება სასიცოცხლო. ამიტომ ვსაუბრობ ასე ხსირად კორტიზოლზე და მისგან გამოწვეულ უამრავ დაავადებაზე, მაგალითად წნევაზე.
რძემჟავა , ჩონჩხის კუნთებში მიმდინარე ფიზიოლოგიური რეაქციების აუცილებელი შემადგენელია .ის ენერგიის საწყისი და მთავარი ელემენტია. რძემჟავა კუნთში წარმოიქმნება შაქრის დაშლის დროს. ლაქტატდეჰიდროგენაზა აკატალიზებს პიროყურძნის მჟავის შექცევა დი აღდგენის რეაქციებს, შედეგად კი გლუკოზის დაშლის დროს რძემჟავა მიიღება. სწორედ ლაქტატდეჰიდროგნაზას პრობლემის დროს, მისი დაზიანებული რეაქციებიდან მიიღება ჭარბი რძემჟავამა , რომელიც აწამებს ადამიანებს სხვადასხვა ტკივილის დროს, მაგალითად, შაკიკის დროს .კიბოს უჯრედებში რძემჟავას ზეჭარბი რიცხვია .ამიტომ დაავადებები, რომლებიც რძემჟავას სიჭარბით გამოირჩევიან კიბოს დამართების სიგნალები არიან. მაგრამ თუ ამ რეაქციებს გავედევნებით და გამოვასწორებთ,თანდათან ყველაფერი მორჩება. ყველა დაავადება თანდათან გაუმჯობესდება. ყველა მდგომარეობის დროს შეიძლება , რომ ადამიანმა დიდხანს იცოცხლოს, კიბოს დროსაც კი, თუ უჯრედი ნეკროზის ფაზამდე არ არის მისული.
რძემჟავა გადადის გულის და ფილტვის კუნთში და ენერგიის წყარო ხდება . დარჩენილი ნაწილი ღვიძლში და თირკმლებში მიდის და შაქრის წარმოქმნას ხმარდება. მეტაბოლიზმი იშლება რძემჟავას ნორმული ცვლის გარეშე. არასწორია და მცდარია შეხედულებაა, როცა ამბობენ, რომ რძემჟავას თუნდაც არსებობა , კუნთების და საერთოდ, ტკივილს იწვევს .მისი წარმოქმნის ფიზიოლოგიური რეაქციების მიმდინარეობისას, ის ლაქტატად და წყალბადად დიფერენცირდება. თუ ორგანიზმში პათოლოგიური პროცესებია, მაგალითად, შაკიკი და ამდროს მისი წყალბადის იონი შეიწოვება ნერვულ უჯრედებში, მაშინ ტვინის სისხლძარღვების კუნთების შეკუმშვა ნელდება და ტკივილია. ადამიანის გასაჯანსაღებლად მექანიზმებს უნდა მივყვეთ. არ მიმაჩნია ბოტოქსი , შაკიკის დროს შედეგიან ინექციად. რადგან ,კუნთების შეკუმშვის გაძლიერება დროებითია ამ დროს. მიკროთრომბების გამრავლების შანსი კი მატულობს. როგორც ყველა კომპონენტის, რძემჟავას მეტობაც და ნაკლებობაც საზიანოა. თუ ადამიანის კუნთების მიტოქონდრიები ჯანსაღია, მაშინ ცხიმოვანი მჟავების, ფოსფოლიპიდების ენერგია ბოლომდე ჩართულია კუნთის ჯანმრთელობაში. ამ დროს ორგანიზმი ზედმეტ რძემჟავას თავად გამოდევნის. ყველა დისკომფორტი დროს, ყველა, თუნდაც მცირეზე აწეული წნევის დროს, განსაკუთრებით დაზიანებული ნაღვლის ბუშტის ფონზე, წყალბადის იონი ნერვულ უჯრედებში შეიწოვება და ფონურ ტკივილს აძლიერებს. ადამიანებს რომლებსაც 140 მდე აწეულ წნევაზე თავის ტკივილი ან თავში უსამოვნო შეგრძნება აქვთ, ეს უპირატესად გამოწვეულია ორი ფენომენით1—— რაც ახლა რძემჟავაზე აღვწერე 2—– რაც უამრავჯერ დეტალურად მექანიზმებით ბევრჯერ ავღწერე. ნაღვლის ბუშტის პრობლემით, მითუმეტეს ღვიძლის პრობლემით, ადამიანთა 70 პროცენტს აქვთ ორნითინტრანსკარბამილაზას და კიდევ სამი ფერმენტის ღრმა დეფიციტი . ეს იწვევს ამიაკის და აზოტის ცვლის დარღვევას და ოდნავ მომატებულ წნევაზე დისკომფორტებს და თავის ტკივილებს. რასაც ძალიან სამწუხაროდ ზოგი მედმუშაკი ნევროზის დიაგნოზად აფასებს.
ფიზიკური დატვირთვის დროს , კუნთის უეცარი ტკივილის მიზეზი მიოფიბრილებში დარღვეული ბიოქიმიური რეაქციებია .რადგან გამოიყოფა ტოქსიკური ნივთიერებები. ისინი ტუტე რეაქციებს ამჟავებენ ,ააგზნებენ ნერვულ წნულებს და ტკივილია. მიოფიბრილები კუნთის ბოჭკოს შემკუშველი სისტემაა. ადამიანის მოძრაობის უნარი მათზეა დაყრდნობილი .ისინი შედგებიან -პროტოფიბრილებისგან, რომლებიც ელასტიკურად კუმშვადი ცილების—–მიოზინის და აქტინის მოკლეკულებია. კუნთები პერიოდულად თუ გტკივათ ან კიბეზე ასვლა უფრო თუ გიჭირთ , ეს ორგანიზმის ტოტალური აციდოზია , რომელზეც დეტალურად უკვე რამდენჯერმე გესაუბრეთ აციდოზის თემაში. ასეთი ადამიანების უმრავლესობას კუჭის მომატებული სიმჟავე აქვთ. მარტივად რომ გაგახსენოთ, აციდოზი— ტუტის ნაკლებობაა და მჟავის მეტობა. აციდოზის გამო გაქვთ კუჭის სიმჟავე ,კუჭ-ნაწლავის დაავადებების ფონზე. კუჭში ფიზიოლოგიური გმირი—— რძემჟავა , აციდოზს ებრძვის. ხოლო ომეპრაზოლების გაუაზრებელი დანიშვნა და დოგმად ქცევა , კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, რძემჟავას ნორმულ რეაქციებ ს აზიანებს და შლის . შედეგად, კუნთურ დიდ პრობლემებს ქმნის და პარეზების და ინსულტების ფონს ავითარებს. არასწორად ნამკურნალები კუჭ-ნაწლავის დროს , ომეპრაზოლების მიერ გაძევებული რძემჟავა კუნთებში გროვდება და იძულებულია ფიზოლოგიური მავნეობები ჩაიდინოს. ამის შედეგად კრეატინი და ინსულინი ქვეითდება . ხოლო კორტიზოლი უსისტემოდ გამოიყოფა, რასაც ჰორმონული ნგრევა მოყვება——უამრავი ფსიქიკური და ფსიქოლგიური დაავადებებით, ჩიყვებით, ქალური და მამაკაცური ორგანოების სიმსივნეებით და სხვა. ინსულინის დაქვეითება დიაბეტების რისკია და კუჭ-ნაწლავის უფრო ძლიერ ზიანს განაპირობებს. იმუნიტეტის ცენტრი და მისი დაბადების ადგილი არის——-კუჭ—-ნაწლავი. კუჭ-ნაწლავისთვის , არასწორად დანიშნული ნებისმიერი წამალი, მითუმეტეს ომეპრაზოლების ხანგრძლივი კურსი, გარდა ჩამოთვლილი ზიანისა, კიდევ ბევრ დამანგრეველ პრობლემას უქმნის ადამიანს.
მინდოდა ახალი ევროპული კლასიფიკაციის მიხედვით, მძიმე კუნთური დაავადებები და ატროფიები დეტალურად განმეხილა, მაგრამ ტექსტი არ დაიტევს. მხოლოდ ხაზს გავუსვამ იმას , რომ ამ კლასიფიკაციაში არის———- მძიმე სპინალური ატროფიები, რომლებსაც ბავშვები სრულ ინვალიდობამდე მიყავს და თავდაპირველად ,მხოლოდ სპაზმური ხველით და საკვების გადაცდენით გამოიხატება, სხვა სიმპტომებთან ერთად . ასევე არის კუნთების სხვა დაავადებები, რომლებსაც ადამიანები მძიმე დაზიანებებამდე და სიცო ცხლის შეზღუდვამდე მიყავთ . მაგრამ , გაფრთხილებთ—————- რომ ამავე კლასიფიკაციაში არის მათი მსგავსი მექანიზმის და გენეზის დაავადებები ———-პერიფერიული ნეროპათიები, რადიკულიტები, მხრის წნულის პლექსიტები, ნევრიტები ,მიასთენიები, წელის წნულის ანთებები , რომლებსაც თქვენ ძალიან მარტივად უყურებთ. როგორი ხარისხით მოხდება მათი მკურნალობა, ისეთივე ჯანმრთელობა გექნებათ ხანდაზმულობაში. თქვენი ყველაზე ძლიერი მეგობარი და დასაყრდენი, მაშინ ჯანმრთელობა იქნება. სუსტი ცილოვანი სისტემით დაბადებულ ბავშვს თუ მაღალი დონის პედიატრიული მეთვალყურეობა არ დაურჩა, ის ზრდასრულობაში ჯანმრთელი ვერ იქნება. დააკვირდით დასაწყისში ჩამოთვლილ ,ამ თითქმის, მხიარულ სიმპტომებს. თქვენ ცილების დაშლა ან მისი ნიშნები გაქვთ და ჯანმრთელი ხანდაზმულობისათვის და დიდი ხნით სიცოცხლისათვის უნდა იბრძოლოთ. ცილების სასიცოცხლო სტაბილიზაცია , უფრო ეფექტურად და ჯანსაღად ვეგანური ნივთიერებებით ხდება, რომლებსაც ამ ეპოქაში თანამედროვე ექიმები ფართოდ ვიყენებთ. მთავარია ექიმმა იცოდეს, როდის და ზუსტად რა დანიშნოს.
ექიმი მარინა ტოტოჩავა.