6 სექტემბრის შემდეგ უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის დაახლოებით 388 დასახლება გაათავისუფლეს, – ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ავრცელებს. მისი თქმით, გათავისუფლებულია დაახლოებით 8,500 კვ. კმ და ასევე, დაახლოებით 150 000 ადამიანი.
„ციფრები მუდმივად ზუსტდება, რადგან პროცესი დინამიურია. გარდა ამისა, გათავისუფლებულ ტერიტორიებს ჯერ კიდევ სჭირდებათ უსაფრთხოებისა და სტაბილიზაციის დამატებითი ზომები, რათა იქ უსაფრთხოდ იცხოვრონ”, – თქვა მან.