XIX საუკუნის 60-70-იან წწ გოგონებს სკოლაში სასაწავლებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევდენ, თუ ადგილი დარჩებოდა, ეს კი ძალიან იშვიათად ხდებოდა და ბევრი ვაჟი ადგილის უქონლობია გამო გარეთ რჩებოდა – სწავლაზე გურიაში უაზარმაზარი მოთხოვნილება იყო, რასაც მრავალი დოკუმენტი ადასტურებს. ,,რათ უნდა ციცას სწავლა, მწერლათ და ჩინოვნიკათ ხომ ვერ წავა და ჯამაგირში ვერ დადგება; ქალი შინ უნდა იყოს, მისი საქმე ქმარი და ოჯახობაა” – ასე თვლიდა უმრავლესობა გურიაში. ამ მდგომარეობას, გიგო შარაშიძის თქმით, შეგნებული მასწავლებლები ჩაუფიქრდნენ და ერთ საჯარო თავყრილობაზე ერთმანეთს სიტყვა მისცეს – არამც და არამც უსწავლელი, სკოლადაუმთავრებელი ქალი არა შეირთოს ცოლად. ეს ამბავი თურმე სწარაფად გავრცელდა ხალხში და ცოტა არ იყოს, ამ გარემოებამაც და იმდროინდელმა სიტუაციამაც შეუწყო ხელი, რათა ციცები მშობლებს სკოლაში მიეყვანათ. აღმოჩნდა რომ ისინი არაფრით ჩამორჩებოდნენ ვაჟებს, თუ უკეთესებიც არ იყვნენ ცოდნის დაუფლებაში.