პოეტი და პუბლიცისტი ვახტანგ ხარჩილავა გარდაიცვალა

74 წლის ასაკში, “საერთო გაზეთის” მთავარი რედაქტორი. პოეტი, პუბლიცისტი, უამრავი კრებულისა და სტატიის ავტორი, ვახტანგ ხარჩილავა გარდაიცვალა.

ვახტანგ ხარჩილავა დაიბადა 1948წ 6 აპრილს. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ჟურნალ “ცისკარში”, გამომცემლობა “მერანში”, იყო ჟურნალ “კრიტიკის” მთავარი რედაქტორი. ამჟამად არის “საერთო გაზეთი”-ს მთავარი რედაქტორი. იბეჭდება 1966 წლიდან. არის მრავალი პოეტური კრებულისა და პუბლიცისტური წიგნების ავტორი. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენზე. არის სხვადასხვა ლიტერატურული პრემიების ლაურეტი. 2008 წელს გამოიცა მისი ლექსებისა და წერილების ორტომეული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share