მევახშეების წინააღმდეგ ვარ – ეს არის პირადად ბრეგაძის და ღარიბაშვილის დავალება. თუ ჰგონიათ რომ ახლა პირველად მიჭერენ და ამათი ბორკილების მეშინია.. ამ ბორკილებს დაგადებ ღარიბაშვილო და ბრეგაძე! – ამის შესახებ პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ დაკავების მომენტში განაცხადა.
შეგახსენებთ, ხმაური და დაპირისპირებაა ლოტკინზე , სადაც კახა კუკავა მოსახლეობის გამოსახლების წინააღმდეგ აქცია მართავდა და მოქალქეებს მხარდაჭერას უცხადებდა.
კითხვაზე, თუ რისთვის აკავებდნენ პოლიტიკოს კახა კუკავას, სამართალდამცავებმა განაცხადეს: ” პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის”.
როგორც “აიპრესს” აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, კუკავამ წინააღმდეგობა გაუწია უწყების თანამშრომლებს.