“კანონი და სამართლიანობის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს.
“მეორე დღეა რაც კობახიძის მზაკვრული მტრის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მოვისმინეთ სადაც “აფხაზეთ–ოსეთის” ანუ საქართველოს თემა, რუსეთ უკრაინის ომს შეადარა, ეს კარგად გათვლილი მტრობაა საქრთველოს მიმართ…
ამ თემის უყურადღებოდ დატოვება დანაშაულის ტოლფასია, თუ ვინმე დარჩით მოაზროვნე და ქვეყნის მოძულე ოცნებაში, გაემიჯნეთ ერთი ამ საქართველოსთის დამიზნებით “ნასროლ ტყვიას” და ერთი სიტყვა შეაწიეთ საქართველოს მთლიანობას! ძირს ანტისახელმწიფოებრივი განცხადების ავტორი ირაკლი კობახიძე!!! სირცხვილია ამ მოღალატეობრივი განცხადების ავტორის გვერდით დგომა! ოპოზიციავ, კოლეგებო უბრალოდ მეგობრებო არამეგობრებო, ეს მავნებლობა არ დავტოვოთ უყურადღებოდ!”, – წერს თაკო ჩარკვიანი.