“ხელისუფლება დღეს დგას ოპოზიციის მხრებზე. ოპოზიციაა მისი მთავარი მოკავშირე იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს“

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) -ის მიერ 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა:

„გადახდის რესურსი, ამომრჩევლის მოსყიდვის რესურსი ან დაშანტაჟების რესურსი ბუნებრივია, ხელისუფლების ხელშია. ამიტომ, ნიჰილისტური განწყობები ხელისუფლებას აძლევს აშკარა უპირატესობას, რომელიც არაერთხელ გამოუყენებია დღემდე. რა არჩევნებიც მოიგო ხელისუფლებამ დღემდე, არცერთი არ იყო ლეგიტიმური. იმიტომ რომ ყველა იყო ოპოზიციის დისკრედიტაციის ხარჯზე მიღწეული გამარჯვება. ამით იგებდნენ, თორემ ხელისუფლებას არცერთ არჩევნებზე არ ჰქონია მხარდაჭერა.

იმის გამო, რომ ოპოზიცია ნორმალურ კომუნიკაციას ვერ ახერხებს საზოგადოებასთან და ელექტორატს ვერ უმტკიცებს, რომ მას შეუძლია ქვეყანა უკეთესად მართოს, ვიდრე არსებული ხელისუფლება, ეს არის ხელისუფლების კოზირი. ხელისუფლება დღეს დგას ოპოზიციის მხრებზე. ოპოზიციაა მისი მთავარი მოკავშირე იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს“, – აცხადებს ხუხაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share