ოზურგეთის “მერცხალმა” 0-11 წააგო და მორიგი ანტირეკორდი დაამყარა

საქართველოს პირველობის რეგიონალური ლიგის გ ჯგუფში მოასპარეზე ოზურგეთის “მერცხალმა” თავისი, თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე პირველად წააგო 0-11;

ეს შემთხვევა გათამაშების მე-13 ტურში, ფოთში მოხდა, სადაც ოზურგეთელები ფოთის “კოლხეთის” სათადარიგო გუნდთან “კოლხეთი 2” თან დამარცხდნენ.

მსგავსი ანგარიშით “მერცხალი” არასოდეს არ დამარცხებულა.

მიახლოებული ანგარიში 1991 წელს, საქართველოს უმაღლეს ლიგაში გამოსვლისას სოხუმში დაფიქსირდა, როცა “მერცხალი ადგილობრივ “ცხუმთან 1-10 დამარცხდა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ მაშინ ოზურგეთელები დისკვალიფიცირებულები და მაშინდელი სფფ-ს მხრიდან მკაცრად დასჯილები იყვნენ და თანაც “ცხუმს” უძლიერესი შემადგენლობა ყავდა.

მორიგი მე-14 ტურის მატჩები რეგიონალლიგის გ ჯგუფში დღეს გაიმართება-“მერცხალი” საკუთარ “მეგობრობაზე” ქუთაისის “მართვეს” მიიღებს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share