საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიგრაციის მორიგი ტალღა დაიწყო. ისინი მობილიზაციას გაურბიან და ქვეყანას მასობრივად ტოვებენ. სამეზობლოში საქართველო, ბელორუსი და სომხეთია, სადაც მათთვის შეზღუდვები არ დაწესებულა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით რამდენიმე რეისი დაეშვა, რომელმაც გამოქცეული რუსეთის მოქალაქეები ჩამოიყვანა.
“რუსეთიდან ჩემი წამოსვლა არ ეხება პუტინის განცხადებას მობილიზაციის შესახებ, თუმცა ეხდება იმას, რაც მთლიანობაში ხდება. ვფიქრობ რუსეთს დატოვებს ყველა, რადგან ხალხს ეშინია, მათ შორის მეც მეშინია, რადგან არ ვიცი რა მოხდება მომავალში, მე არ მომწონს რასაც პუტინი სჩადის უკრაინაში” – ამბობს საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქე.
გაზრდილი მოთხოვნა ავიაბილეთების ფასებსაც დაეტყო და გაძვირებული ბილეთების შოვნაც კი უკვე გართულებულია.
“ალბათ ვინმეს მოსწონს ომი, მაგრამ ჩვენ არა. არზის გამოხატვისთვის შეძლება დიდი პრობლემები შეგვექმნას რუსეთში, უკან ხომ უნდა დავბრუნდეთ. ჩვენ თუ დავაფიქსირებთ ჩვენს აზრს პრობლემები შეგვექმნება რუსეთში, ყველას ეშინია არ თქვას რაიმე ზედმეტი, ამიტომ თავს ვიკავებთ. წარმოუდგენელია მოსწონდეს რაც ხდება უკრაინაში, გარდა იმათი, ვინც ამას აკეთებს ჩვენთვის არ შეიძლება ვთქვათ, დიდება უკრაინას, თუმცა ვიტყვით, დიდება საქართველოს”, – აბობენ რუსები.
გარდა ამისა, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე კილომეტრიანია საცობია, რუსი ტურისტების ნაწილი საქართველოდან რუსეთში ბრუნდება, უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე კი გამოცხადებული მობილიზაციისგან თავის დაღწევას საქართველოში შემოსვლით ცდილობს.