22 სექტემბერი – დღეს რიშელიეს დაბადების დღეა

22 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 265-ე დღე (ნაკიან წლებში – 266-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 100 დღე.

დღის მოვლენები

ამ დღეს დაბადებულნი

ამ დღეს გარდაცვლილნი

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
  • გარდა ამისა, არის ხსენება:
    • მესამე მსოფლიო კრებისა
    • პოვნა და აღმოყვანება ნაწილთა წმიდა თეოდოსი ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსისა.
    • არმან ჟან დიუ პლესი დაიბადა პარიზში. იგი იყო დიუ პლესის ოჯახის ხუთიდან მეოთხე შვილი და უმცროსი მესამე ვაჟი. ბავშვობიდან სიცოცხლის ბოლომდე გამოირჩეოდა სუსტი ჯანმრთელობით. მისი ოჯახი მიეკუთვნებოდა პუატუს მცირე არისტოკრატიას.[15] მისი მამა, ფრანსუა დიუ პლესი, ენდრი და ლუარას რიშელიეს სინიორი, იყო ჯარისკაცი და სამეფო კარის მოღვაწე, რომელიც საფრანგეთის დიდი პროვოსტის თანამდებობაზე მსახურობდა[16] არმანის დედა, სუზანა დელა პორტე, იყო ცნობილი იურისტის შვილი.[17] როდესაც არმანი ხუთი წლის იყო, მამამისი დაიღუპა საფრანგეთის რელიგიური ომების დროს, ხოლო ჯახი დიდ ვალში აღმოჩნდა. [18] სამეფო გრანტის დახმარებით ოჯახი გადაურჩა ფინანსურ სირთულეებს და შეძლო ცხრა წლის არმანის გაგზავნა ნავარას კოლეჯში, სადაც მან ფილოსოფიის შესწავლა დაიწყო[19] მალევე მან დაიწყო მზადება სამხედრო კარიერისთვის.[20]

      რელიგიის ომებში რიშელიეს ოჯახისთვის მადლობის გადახდის მიზნით, საფრანგეთის მეფე ანრი III ვალუამ გადასცა ოჯახს ლუსონის საეპისკოპოსო კათედრა. [21] საეპისკოპოსოს შემოსავლების უდიდეს ნაწილს ოჯახი იყენებდა საკუთარი მიზნებისთვის, რითაც იყო უკმაყოფილო ადგილობრივი სასულიერო პირები, რომლებიც მოითხოვდნენ შემოსავლის უფრო დიდი ნაწილის დახარჯვას რელიგიური დანიშნულებით. საეპისკოპოსოს შემოსავლის შენარჩუნების მიზნით არმანის დედამ გადაწყვიტა მეორე ძმისთვის – ალფონსისთვის – ლუსონის ეპისკოპოსის წოდების მიღება. [22] ალფონსი, რომელსაც არ სურდა საეპისკოპოსო თანამდებობა, გახდა კარტეზიანელი ბერი. [23]

      1606 წელს ანრი IV-ემ წარადგინა არმანი ლუსენის ეპისკოპოსად.[22] არმანის ასაკის გამო, რომელიც კანონიკურ მინიმალურ ასაკზე ნაკლები იყო, მას მოუწია ნებართვისთვის რომში, პაპ პავლე V-სთან, ჩასვლა. 1608 წელს, რომიდან დაბრუნების შემდეგ, არმანმა შეიძინა რეფორმატორის რეპუტაცია, რადგანაც გახდა პირველი ეპისკოპოსი საფრანგეთში, რომელმაც ტრიენტის საეკლესიო კრებით გათვალისწინებული ინსტიტუციური რეფორმები გაატარა.[24] [25]

      ამავე დროს არმანმა გაიცნო ფრანსუა ლეკლერკ დიუ ტრემბლე, (ცნობილი როგორც ფრანგ. “Père Joseph”” ან „მამა ჟოზეფი“), კაპუცინელი ბერი, რომელიც არმანის უახლოესი მეგობარი გახდა. მოგვიანებით, კარდინალ რიშელიესთან სიახლოვისა და საკუთარი სამოსის ფერის გამო, მან შეიძინა ზედმეტსახელი რუხი უწმინდესობა (ფრანგ. L’éminence grise). მოგვიანებით მან, როგორც კარდინალ რიშელიეს ნდობით აღჭურვილმა პირმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არაერთ დიპლომატიურ მოლაპარაკებაში. [26]

      არმან ჟან დიუ პლესი (ფრანგ. Armand-Jean du Plessis), ჰერცოგი რიშელიე (ფრანგ. duc de Richelieu); დ. 9 სექტემბერი1585პარიზი — გ. 4 დეკემბერი1642, იქვე), ფართოდ ცნობილი როგორც კარდინალი რიშელიე (ფრანგ. Cardinal de Richelieu[12][13][14]) — ფრანგი სასულიერო პირი და სახელმწიფო მოღვაწე.

      რიშელიემ მიიღო რომის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსის სასულიერო წოდება 1607 წელს, ხოლო საფრანგეთის საგარეო მდივნდად 1616 წელს დაინიშა. რიშელიეს გავლენა მალევე გაიზარდა როგორც კათოლიკური ეკლესიის შიგნით, ასევე საფრანგეთში – 1622 წელს ის გახდა კარდინალი, ხოლო ლუი XIII „სამართლიანმა“ იგი 1624 წელს საფრანგეთის მთავარ მინისტრად დანიშნა. ამ თანამდებობას რიშელიე ინარჩუნებდა სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო მის შემდეგ იგი დაიკავა კარდინალმა მაზარინიმ, რომლის კარიერაში რიშელიემ გადამწყვეტი როლი ითამაშა.

      კარდინალ რიშელიეს თანამედროვეები ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც მეფის „პირველ“ ან „მთავარ“ მინისტრს. მისი საქმიანობის ძირითადი მიზანი სამეფო ძალაუფლების კონსოლიდაცია და საფრანგეთის შიგნით არსებული სხვადასხვა ფრაქციების შესუსება იყო. არისტოკრატიის უფლებების შეზღუდვის შედეგად რიშელიემ გადააქცია საფრანგეთი ძლიერ, ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ. მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა იყო ევროპაში ავსტრიელი და ესპანელი ჰაბსბურგების ძალაუფლების დაბალანსება და ოცდაათწლიანი ომში საფრანგეთის დომინისრების უზრუნველყოფა. რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალის წოდების მიუხედავად, რიშელიე არ ერიდებოდა ალიანსების შექმნას პროტესტანტ მმართველებთან საკუთარი მიზნების მისაღწევად. მიუხედავად უზარმაზარი პოლიტიკური ძალაუფლებისა, რიშელიე იყო დამოკიდებული მეფის მხარდაჭერაზეც – რაზეც მეტყველებს „გასულელებულთა დღის“ (ფრანგ. Jour des Dupes) მოვლენები.

      რიშელიე ასევე უთმობდა ბევრ დროს საფრანგეთში განათლების გაუმჯობესებას – პარიზის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და სორბონას კოლეჯის დირექტორი, მას მიუძღვის გადამწყვეტი წვლილი ამ უნივერსიტეტის განახლებასა და მისი მნიშვნელობის გაზრდაში და იყო საფრანგეთის აკადემიის დამფუძნებელი. რიშელიე ასევე ცნობილია საკუთარი ზედმეტსახელით – წითელი უწმინდესობა (ფრანგ. l’Éminence rouge), რაც კარდინალის სამოსის წითელი ფერისა და კარდინალისადმი ტრადიციული მიმართვიდან მომდინარეობდა. რიშელიემ ითამაშა გადამწყვეტი როლი სამიუელ შამპლენისა და დევიდ კერკის დაპირისპირებაში, რომელიც მან დაასრულა სენ ჟერმენ ენ ლეს 1632 წლის ხელშეკრულებით, რომლის შედეგადაც მან დაუბრუნა საფრანგეთს კვებეკი, რომელიც დღემდე რჩება ჩრდილოეთ ამერიკის ფრანკოფონული კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრად.

      რიშელიე არის არაერთი მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟი, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია ალექსანდრ დიუმას 1844 წლის სამი მუშკეტერი და მისი უამრავი ადაპტაცია.

      კარდინალი რიშელიე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share