რუსი ოკუპანტების სკანდალური სატელეფონო საუბარი – „მიწასთან ვასწორებთ, მაგრამ ჩვენები წინ ვერ მიდიან“

უკრაინის დაზვერვა მორიგ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც შესაძლოა, უკრაინაში ოკუპანტის სისასტიკის სამომავლო გეგმებს ამხელდეს. რუსი ჯარისკაცი, რომელიც ტელეფონით მეუღლეს ესაუბრება, ამბობს, რომ თუკი 10 მაისამდე წარმატებას ვერ მიაღწევენ, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებაა, ყველაფერი მიწასთან გაასწორონ.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, ეს აუდიოჩანაწერი იმის დასტურია, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს ქვეყანას და მშვიდობიან მოსახლეობას უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის, კერძოდ კი პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით.

“პუტინმა თქვა, რომ თუ 10 მაისამდე ვერაფერს გავაკეთებთ, ყველაფერი მიწასთან უნდა გასწორდეს. აქ ამბობენ, რომ არის ასეთი ბრძანება. რუბეჟნოეს გათავისუფლებას ვცდილობთ, ლისიჩანსკს და სევეროდონეცკს მიწასთან ვასწორებთ, მაგრამ ჩვენები წინ ვერ მიდიან, მათ კლავენ ყოველდღე. მოკლედ, ვერაფერს ვაკეთებთ. დავბრუნდები თუ ვერ დავბრუნდები, არ ვიცი”, – ამბობს რუსი ოკუპანტი სატელეფონო საუბარში.

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share