”საქართველო მსოფლიო რადარებზეა, როგორც ქვეყანა, სადაც მშვიდობაა შენარჩუნებული. ამ კუთხით უამრავ ქვეყანაშია პრობლემა და საქართველოში არა და მსოფლიო ეკონომიკურ რადარებზეა საქართველო, როგორც მოწინავე ქვეყანა განვითარების კუთხით. საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, არის სიმშვიდე და ჩვენ გვინდა ამ რადარებზე დავრჩეთ. ყველაზე მაღალ რეგისტრზე რადარების საქართველო იყო 2008 წელს, როცა გვქონდა ჩვენ ომი რუსეთის ფედერაციასთან, რის შემდეგადაც დავკარგეთ ტერიტორიების 20%. რა თქმა უნდა, ამ რადარებზე ყოფნა აღარ გვინდა, ჩვენ გვინდა დავრჩეთ მშვიდობის და ეკონომიკური ზრდის რადარებზე”
ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.