2020 წლის მაისში, Huawei Technologies-მა შეიტანა განაცხადი ძალზედ საინტერესო პატენტზე, და აი, 2021 წლის 12 იანვარს, ამ პატენტის დოკუმენტაცია გავრცელდა.
პატენტში ასახულია ეკრანის ქვეშ მდებარე ფრონტალური კამერა, რომელიც არ ჩანს და მოწყობილობის დიზაინს უფრო დახვეწილს ხდის და რომლის მეშვეობითაც, ფრონტალურ მხარეს თავიდან იქნება აცილებული როგორც „შავი ხვრელები“, ასევე სხვადასხვა სახის ჭრილები, ჩაღრმავებები და ეკრანის ფორმის ცვალებადობები – ეკრანი სრულად, ლამის იდეალურად იქნება ათვისებული, და აი ეს “ლამის” რომ აღარ იყოს, კომპანია კიდევ უფრო შორს წავიდა!
ამჟამინდელი ტენდენციით, ახლო მომავალში ლამის ყველა ფლაგმანს კამერა იგივენაირად ექნება განთავსებული, რაც დღეს გაოცებას აღარც კი იწვევს, რამდენადაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი – მომავალ სმარტფონს ექნება ძალზედ თხელი ჩარჩო, რომლის ზედა მხარე გამოიყენება როგორც ინტერფეისი სისტემური ხატულების გამოსაყვანად, როგორებიცაა: აკუმულატორის დამუხტვის დონე, დრო და დაკავშირების ხარისხი, რაც ეკრანს უფრო მეტ „სივრცეს“ მისცემს და მართლაც იდეალურს გახდის ფართის გამოყენების მხვრივ:
LetsGoDigital-მა, რომელიც წლებია გამოირჩევა ხარისხიანი 3D მოდელებითა და რენდერებით სხვადასხვა პატენტებსა და პრეს-მასალებზე დაყრდნობით, Huawei-ს ამჟამინდელი პატენტით მომავალი მოწყობილობის რენდერიც წარადგინა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე