ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად რუსეთმა ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ნახევარი მობილიზება უნდა დაიწყოს.
მისივე თქმით, ძალოვნების ეს რაოდენობა 2.5 მილიონი იქნება და იგი „დასავლურ ჯარს დაანგრევს“.
„რეზერვისტები რომ არ გამოვიძახოთ, ჩვენ მაინც გვყავს თანამშრომლების კოლოსალური პერსონალი, რომლებსაც, ასე თუ ისე, კარგი ფიზიკური მომზადება და იარაღის გამოყენების უნარები აქვთ. ძალოვან სტრუქტურებში ეს არის დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი. თუ მათი ნახევარი რაოდენობის მობილიზებას მოვახდენთ, 2.5 მილიონი ადამიანი დასავლურ ჯარს დაანგრევს და რეზერვი საჭირო აღარ იქნება“, – განაცხადა კადიროვმა.