მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილს ამერიკული სანქციების შიში აქვს და ფონდ ქართუზე თავისი ქონების ნაწილი ამიტომ გადააფორმა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ეხმაურება.
„კრიმინალში ბრალდებული ადამიანი საუბრობს იმის შესახებ, რაც მას თავად ახასიათებს და სურს, სხვაზეც ასეთივე შთაბეჭდილება შექმნას. არ მგონია, სააკაშვილის სიტყვას ავტორიტეტი ჰქონდეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, სააკაშვილის ნათქვამს გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭუს ფასი აქვს.
“გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი აქვს იმას, რასაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს”, – ამბობს ვოლსკი.