რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ დემონსტრაციების გამო 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ დემონსტრაციების გამო 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, მათ შორის შაბათს 33 ქალაქში 798 ადამიანი დააკავეს.

ინფორმაციას მედია დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფის OVD-Info-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share