პუტინმა სამხედრო სამსახურში უსინათლეობი გაიწვია

რუსეთის ჯარში იძახებენ, მათ შორის მათაც, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მოსკოვში მობილიზაციას შეეხო ბიჭს, რომელიც მხოლოდ ერთი თვალით ხედავს. ვლადისლავ კომანჯიევი მიტინსკის ოლქის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში მივიდა. იქ მას გადასცეს უწყება სასწავლო შეკრებებზე  იმავე დღეს გამგზავრებით. ის პრაქტიკულად ვერ ხედავს ერთ თვალის ბადურის ჩამოშლის და გლაუკომის გამო.

ასევე მოსკოვში ორმხრივი საზარდულის თიაქარის მქონე მამაკაცი მობილიზებულია. ის სამხედრო განყოფილებაში ინფორმაციის გადასამოწმებლად დაიბარეს, თუმცა საბოლოოდ მას ფორმა მისცეს, თანამდებობაზე დანიშნეს და მისი წვრთნები დაიწყეს.

მოხალისე ვლადისლავ კამუჯიევის დედა ვარ. ჩემი შვილი ბრმაა, მაგრამ სამხედრო კომისიამ ის სამსახურისთვის გამოსადეგად ცნო. კომისარიატში პოლკოვნიკი ცინიკურად იცინოდა, როცა ჩემი შვილის სიბრმავეზე ვესაუბრებოდი. შვილი წამართვეს და იქით დამაბრალეს, რომ ვიტყუებოდი. 

ამონაწერი მივიტანე, რომ ჩემი შვილი პრაქტიკულად ბრმაა, მაგრამ არავინ მომისმინა. 

როგორც დედას, მაღელვებს, რატომ უნდა წაიყვანონ ის არმიაში?  – ამბობს კამუჯიევის დედა.

პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთში სრული პანიკა დაიწყო.  პერმში მცხოვრებმა ქალმა  ქმრის მობილიზების გამო 4 წლის ქალიშვილი მოკლა. დასახლებაში, სადაც 10 ათასზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, სამხედრო გაწვევა ყველას მიუვიდა, თუმცა ქალმა ქმრის  ჯარში გაშვება არ ისურვა, დალია, ჩხუბი დაუწყო, შემდეგ  დანა აიღო და ოთხი წლის ქალიშვილს გულში ჩაარტყა.

რიაზანში მობილიზებულმა მამაკაცმა კი თავი დაიწვა სცადა, რათა უკრაინაში ომში არ წასულიყო  – შემთხვევა  ავტოსადგურ „ცენტრალზე“ გუშინ მოხდა.

ზოგიერთს ომში წასვლა ძალიან უხარია, ამის მაგალითიაა კადრები ტომსკიდან, სადაც სიხარულით აცილებენ ოჯახის წევრებს უკრაინაში მშვიოდბიანი მოსახლეობის მოსაკლავად. კადრებში ჩანან გაწვეული მამაკაცები, მათი ცოლები, შვილები, დები, ძმები, რომლებაც უხარიათ ამ ადამიანების უკრიანაში წასვლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share