„თქვენ ინდივიდუალურად და კოლექტიურად გაყიდეთ ეს ქვეყანა“ – ვის მიმართავს ვახო სანაია?

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს.

“მინდა, ვიღაც-ვიღაცების, განსაკუთრებით, ჩემი “კოლეგების” ყურადსაღებად დავწერო.

სულ ტყუილად ცდილობთ რუსეთის თემაზე სტატუსებით გამოძრომას. თქვენ და თქვენმა ტელევიზიებმა დიდი ხანია, გადაკვეთეთ წითელი ხაზი – მხატვრულად თუ ვიტყვით, ლარსს მიღმა იმყოფებით. უკვე დაფიქსირდით და უღალატეთ ამ ქვეყანას – ზოგმა თქვენი სიუჟეტებით, ზოგმა – დუმილით, ზოგმა როგორ და ზოგმა როგორ. თქვენ ინდივიდუალურად და კოლექტიურად გაყიდეთ ეს ქვეყანა.

ყველა ხერხი გამოიყენეთ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს რუსეთისგან გასათავისუფლებლად იბრძვის – ჟურნალისტებს, თქვენს პროდასავლელ კოლეგებსა და ზოგადად ყველას დღე და ღამე ებრძვით.


ახლა, როცა ქარმა სხვა მხარეს დაუბერა, უკრაინაც იმარჯვებს და საქართველოც აუცილებლად მოიგებს ამ საუკუნოვან დაპირისპირებას, ნელ-ნელა გვაპარებთ სტატუსებს, თითქოს ძალიან პროდასავლელები ხართ.

არ გამოგივათ ეს ამბავი. თქვენ გგონიათ, რომ სამშობლოს ხანდახან გაყიდვა შეიძლება – მაგალითად, 20 ივნისს, 5 ივლისს და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენჯერ. თქვენ გგონიათ, რომ სიუჟეტებით, გადაცემებით, ხმამაღლა თუ დუმილით ქვეყნის ღალატი შეიძლება…
პირდაპირ გეუბნებით, არ გამოგივათ ეს ამბავი. ყველა სიუჟეტი შენახულია, ყველა გადაცემა შენახულია, ყველაფერი შენახულია – ვერ გადმოკვეთთ უკან იმ წითელ ხაზს.

აქლემისა და ნემსის არ იყოს, ზოგი რუსი ,,ტურისტი” და დეზერტირი უფრო შემოვა ამ ქვეყანაში ლარსიდან, ვიდრე თქვენ. აქლემი რომ მუხლებზე დააჩოქოთ, მაინც ვერ მოახერხებთ. ამ ისტორიულ მომენტში რუსეთის მხარეს დადექით და ისტორიამ როგორი პასუხი იცის, გადაიკითხეთ წიგნები.

ეს კარგად დაიმახსოვრეთ!

საქართველოში ყოველთვის იყოს დაპირისპირება მედიასაშუალებებს შორის. ერთს მეორის ტელევიზია არ მოსწონდა, მეორეს – პირველის, მაგრამ მტრის მხარეს გადასვლა და რუსეთის სამსახური უპატიებელია.

ასე რომ, ნუ წვალობთ“, – წერს ვახო სანაია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share