რეფორმების განხორციელების დონე არ არის დამაკმაყოფილებელი და არსებობს შეშფოთება საქართველოს მზაობის შესახებ, პროგრესი ჰქონდეს ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა აპრილის შეთანხმება. უნდა დაეწიოთ მატარებელს, ამისთვის კი საჭიროა, რომ მოემზადოთ და მოახდინოთ რეფორმების განხორციელება, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ. არ ვიცით რა მოხდება, თუ არ მოემზადებით და ვერ დაეწევით ამ მატარებელს. შესაძლებლობები ახლაა და თქვენ უნდა მიიღოთ სარგებელი
ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.