საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს.
„ჩემი პროგნოზი ახდა. მაქსიმუმ დღეს-ხვალ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალაქი ლიმანი დაეცემა და გაიხსნება გზა ლუგანსკის ოლქის სწრაფი გათავისუფლებისთვის. ქალაქი იანპოლი აიღეს და ლიმანი მთლიანად ალყაშია. ლიმანისა და მიმდებარე ტერიტორიების გათავისუფლება უფრო დიდი გამარჯვება იქნება, ვიდრე ხარკოვის მთელი ოლქის გამოხსნა.
ყველას გვაქვს ძალიან დიდი სიხარულის საფუძველი. უკრაინა იმაზე სწრაფად იმარჯვებს ვიდრე მეც კი მოველოდი.
ამასობაში, ამერიკამ ბრძოლის ველზე ჰაიმარსებუს რაოდენობა გააორმაგა. ჰაიმერსებს, ვინაიდან ისინი ბორბლებზე მოძრაობენ, საერთოდ არ ეშინიათ ზამთრის მაშინ, როცა რუსული მუხლუხოვანი ტექნიკა ჩაეფლობა.
გერმანიამ უკრაინას მსოფლიოში საუკეთესო ანტისატანკო ჭურვები მიაწოდა. რუსებმა მათ განსაიარაღებლად შექმნეს რობოტი და დიდი ზარ-ზეიმით გაუშვეს ეს რობოტი ბრძოლის ველზე. სამი რობოტი პირველივე სამ ჭურვზე აფეთქდა და ახლა მოსკოვმა რობოტების პროგრამა შეაჩერა. ესეც შენი რუსული ტექნოლოგია
ჩემი პროგნოზით, წლის ბოლომდე დონეცკიც და ლუგანსკიც თავისუფალი იქნება და იქ აღიმართება ჩვენი უკრაინული დროშა.
დიდება უკრაინას!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.