ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, კახა ასკურავა სოციალურ ქსელში საქართველოს პოლიტიკური ვითარების შესახებ წერს:
”უკრაინის გამარჯვებას ფაქტია წინ აღარაფერი უდგას.მსოფლიო ახალ დღის წესრიგს,ჩვენს თვალწინ ეყრება საფუძველი.ნაცვლად ბოროტების იმპერიისა და ჩვენი ისტორიული მტრისა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი მეზობელიცაა,მივიღებთ ძლიერ,დემოკრატიულ სახელმწიფოს უკრაინის სახით,რომელიც ასევე ჩვენი ისტორიული მეგობარია.
როგორც კი პუტინის რუსეთი ცივილიზებულ სამყაროსთან დამარცხდება უკრაინაში, კავკასიის იმ ქვეყნებში, რომლებიც საკუნეებია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არიან, დაიწყება თვითგამორკვევის პროცესები და შეეცდებიან ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.
ამ დროს, საქართველო უნდა იყოს ფორმაში.ისეთ ფორმაში,რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის და სამაჩაბლოს რეგიონების შემომტკიცებისთვის, ჰქონდეს როგორც ძლიერი დემოკრატიული და ფინანსური ინსტიტუტები,ასევე ჩამოყალიბებული საგარეო კურსი, რომელიც განმტკიცებული იქნება, მინმიუმ EU-ს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით.ეს დღე არც ისე შორსაა და მეტიც, შეიძლება ისე ახლოსაცაა, რომ ვერ წარმოგვიდგენია.
ვინც ამ ისტორიულ მომენტს, ამ უპრეცედენტო ისტორიულ ფანჯარას ვერ გამოყენებს,საქართველოს ისტორიულ ოჯახში დასაბრუნებლად,ის ჩაიდენს საშვილთაშვილო დანაშაულს. დანაშაულს რომელსაც სისხლით ვერ გამოისყიდის მათი შთამომავლობა…არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის თუ იქნება ხვალ ხელისუფლებაში. ის რაც ხვალ მოხდება და აუცილებლად მოხდება,მაქსიმალურად უნდა იქნეს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენებული!
ეს ისტორიული შანსია!ამ შანსს გამოყენება უნდა!!! დიდება საქართველოს!დიდება უკრაინას!!!” – წერს ასკურავა.