ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია, საქართველოსა მესამე პრეზიდენტ მიხეილ საკაშვილთან ნობელიანტი ამერიკელი ექიმის არ შეშვებას ეხმიანება და საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს:
“დღეს ნობელიანტი ამერიკელი ექიმი არ შეუშვეს მიხეილ სააკაშვილთან. არ შეუშვეს იმ გაუნათლებელი, სულითა და ხორცით მახინჯი, გაიძვერა არარაობის სურვილის გამო.
ნუთუ ეს არავის შეურაცხყოფას არ აყენებს?! არ აღშფოთებს?! არავის ამის გამო სირცხვილის გრძნობა არ აწუხებს?
მე მხოლოდ 0.0001% იმედი დამრჩა, რომ ვინმე გამომეხმაურება, მაგრამ მაინც უკანასკნელად მოგმართავთ, რადგან ზეგ უკვე აქ არ ვიქნები – ეგებ მოხვიდეთ მთავრობის სასახლესთან, ამოუდგეთ გვერდით იმ განსაცვიფრებლად შეუპოვარ ჯგუფს, რომელიც დაუღლელად იკრიბება იქ ყოველდღე 6 საათიდან 7 საათამდე. ეგებ გააპროტესტოთ ქოცხელისუფლების ეს არნახული თავხედობა”.