კითხვები ნიკა გვარამიას საქმეში – “ოცნების” პასუხი შარლ მიშელის წერილს

შარლ მიშელის წერილი და პარტნიორების მკაფიო პოზიცია ნიკა გვარამიას საქმეზე. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი პოლიტპატიმარია – ასე მიიჩნევენ ევროპულ საბჭოში. დასავლეთმა იცის, რომ არხის დამფუძნებელი ციხეში არა კრიმინალური დანაშაულისთვის გამოკეტეს, არამედ წინააღმდეგობისა და ხელისუფლების კრიტიკისთვის.

წერილს შარლ მიშელის ავტორობით უკვე მოჰყვა მწვავე რეაქცია სახელისუფლო კლანში – “ქართული ოცნება” პარტნიორებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას არ ურჩევს. ოპოზიციამ კი წერილის შინაარსი მოიწონა, რადგან პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ პარტნიორები ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებების ღია მხილებაზე გადავიდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share