მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატის, მასიმო დი ანჯელოს თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, რაცას “ვივამედის” მთავარი ნევროლოგიც ადასტურებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად სუსტდება.
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან გართულებული, ჩვენ გუშინ გავეცანით ყველა ჯანმრთელობის დასკვნას რაც აქამდე დაწერილა მაგრამ საერთო სურათს რასაც ვხედავთ, არის ის, რომ 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა, მან დაიკლო ერთბაშად 23 კილოგრამი, ის ახლა ყოველდღე სუსტდება და არავინ იცის ეს სადამდე მიგვიყვანს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება “ვივამედის ” სამედიცინო კლინიკის მთავარმა ნევროლოგმაც დაადასტურა, რაც შეეხება ვიზიტს ჩვენ გვაქვს სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად მოინახულოს ექიმმა კობიმ რომ თავად შეაფასოსო მისი მდგომარეობა, ვიმედოვნებთ ხვალ შევძლებთ სანახვად და შევაფასებთ მის მდგომარეობას”, – ამბობს მასიმო დი ანჯელო.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა პალატაში ჩატარებული სასამართლო სხდომის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. ამერიკელი ექსპერტი ჯეიმს კობი, კი უკვე მეხუთე დღეა, მესამე პრეზიდენტთან შესვლის ნებართვას ელოდება. მან სააკაშვილის მონახულება ლიცენზიის არქონის გამო ვერ შეძლო.