„კანიე უესტი „ბალენსიაგას” გუნდს უპირისპირდება. კანიე იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ ბალენსიაგას გუნდის რამდენიმე წევრმა ბრენდ Supreme-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, თრემეინ ემორის პოსტი მოიწონეს, რომელიც ემორისა და კანიეს შორის არსებულს დაძაბულობას ეხებოდა.
“შენ მსხვერპლი არ ხარ, შენ კომპლექსებიანი ნარცისი ხარ, რომელსაც მოდის სამყაროსგან ვალიდაცია სჭირდება”, – ვკითხულობთ პოსტის აღწერაში.
კანიემ ბალენსიაგას გუნდის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ უხარია, როცა ადამიანები საკუთარ ნამდვილ სახეს აჩენენ. კანიეს თქმით, მათ სძულთ რეპერისა და დემნას ურთიერთობა.
„ეს ბალენსიაგას გუნდის წევრები არიან, რომლებმაც თრემეინის პოსტი მოიწონეს, რომელშიც ის დამემუქრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბალენსიაგასთვის ამდენი რამ გავაკეთე. მიყვარს, როცა ადამიანები გვიჩვენებენ, სინამდვილეში ვინ არიან და რას გრძნობენ. ახლა აღარაა საჭირო, ერთმანეთის მიმართ ყალბები ვიყოთ. თქვენ ყველას გძულთ ჩემი და დემნას ურთიერთობა. დემნა ახლა ყველაზე რელევანტური დიზაინერია, ამიტომ ბუნებრივია, რომ ის იყენებს კიმს – პლანეტაზე ყველაზე რელევანტურ არტისტს”, – დაწერა კანიემ.