ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სამოკავშირეო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებზე დაძაბულობის გამწვავების შესაბამისად, ერთობლივი რეგიონალური ძალების განთავსებაზე შეთანხმდა.
„სამოკავშირეო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებზე სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის რეგიონალური ძალების განთავსებაზე. ეს ყველაფერი ჩვენი დოკუმენტების მიხედვითაა. თუ საფრთხის დონე მიაღწევს არსებულ დონეს, ვიწყებთ სამეკავშირეო სახელმწიფოს ძალების ჯგუფის გამოყენებას“, – განაცხადა ლუკაშენკომ.