საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჩვენი გულგრილობის და ჩვენი არაკომპეტენტურობის ბრალია ის რომ ვაკის პარკში მოთამაშე 13 წლის გოგოს მიუსვენებენ სახლში დედას! აი გინდა რომ დედამიწა გაჩერდეს რადგან ყველაფერი აზრს კარგავს! ვაი შვილო“, – წერს ნინო ზამბახიძე.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.