ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის მემორიალური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ზინაიდა (ზოია) ტუღუში მუხრან მაჭავარიანის პრემიით დააჯილდოვეს. ლიტერატურული კონკურსი ,,მუხრანის პრემია – პოეტური მინიატურები“ ყოველწლიურად ტარდება სოფელ არგვეთში, მუხრან მაჭავარიანის სახლმუზეუმში. საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ქალბატონი ზოიას წიგნმა ,,გურული დიალექტის ლექსიკონი“ გაიმარჯვა და მიიღო პრემია ნომინაციაში: საუკეთესო ლექსიკოგრაფიული ნამუშევარი.
„ლექსიკონში წარმოდგენილია ძირითადად ჩემ მიერ მოპოვებული მასალა, რომელსაც ვიწერდი, ვამოწმებდი და ვაზუსტებდი 45 წლის განმავლობაში ლანჩხუთის რაიონის სოფლებში უშუალოდ მთქმელებისაგან“ _ წერს წიგნის წინასიტყვაობაში ავტორი.
ზოია ტუღუშს გამოცემული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი, არის მრავალი წიგნის ავტორი.
,,ჩვენთვის ზოია მასწავლებელი სიკეთის, სითბოს, სიყვარულის უშურველად და უხვად გამცემი ადამიანის სიმბოლოა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლისთვის იგი არაერთხელ გამხდარა დიდი სიხარულისა და გამარჯვების მომტანი. გვიყვარხართ და გვეამაყებით!” – ზოია ტუღუშს მორიგ წარმატებას ულოცავს ნიგვზიანის საჯარო სკოლა, სადაც იგი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.
წყარო – გურია თუდეი