რატომ დააპატიმრა ხონთქარმა მამია III გურიელის ელჩობა

1700 წელს მამია III გურიელმა ხარკი შეუმცირა ხონთქარს, შემდეგში კი მან სტამბოლში მხოლოღ რვა ტყვე ქალ-ვაჟი გაგზავნა საჩუქრად. ოსმალეთის მთავრობამ არ ცნო ვასალის თვითნებური საქციელი. გურიელის ელჩები ცუდად მიიღეს და ბოლოს ციხეში ჩაყარეს მაგრამ ოსმალეთის მთავრობის ამ მოქმედებას არ შეუშინებია გურიელი და დსავლეთ საქართველოს მეფე მთავრებმა ოსმალებს ხარკის გადახდა სრულად შეუწყვიტეს.
.
აღასანიშნავია, რომ მამია III ამავე პერიოდში დასავლეთ საქართველოში მძალავრობდა და 1701-1702 წლებში იმერეთის მეფეც გახლდათ, იგი ცნობილი იყო „დიდი გურიელის“ ან/და „შავი გურიელის“ სახელით , თავად საკუთარ თავს „ხელმწიფეთ-ხელმწიფე დადიან–გურიელს“ უწოდებდა.(გურიელები სამჯერ იყვნენ იმერეთის მეფეები და ამ მხრივ ერთადერთი გვარია ბაგრატიონების გარდა ვინც ეს შესძლო – დემეტრე გურიელი 1660-1664; გიორგი II გურიელი 1681-1683; მამია III გურიელი 1701-1702;). ხსენებულის გამო, როგორც ჩანს მამია თავის თავს ხონთქრის სწორად თვლიდა, რისი ნიშანიც გახლდათ საჩუქრების გაგზავნა.
.
თურქი ისტორიკოსი მეჰმედ რაშიდი (1660 -1722 წლების ოსმალეთის ისტორიის აღმწერი), აღწერს იგივე ფაქტს, მისი ცნობით მამია III გურიელს საჩუქრად მუსტაფა III -სათვის 1702 – 1703 წწ. ელჩობა გაუგზავნია სტამბოლში და ხონთქრისათვის საჩუქრად ქალ-ვაჟები გაუგზავნია.
.
რაშიდის ცნობით – ოსმალეთის ხელისუფლებამ “საჩუქარი” კანონის დარღვევად მიიჩნია, რადგანაც გურიელს არა საჩუქრები არამედ ხარკი უნდა გადაეხადა. ოსმალებმა გურიის ელჩობა მთლიანად დააპატიმრა და საჩუქრად მირთმეული ქალ-ვაჟები სტამბოლში საჯაროდ გაჰყიდეს და აღებული თანხა სახელმწიფო ხაზინაში შეიტანეს ვითარცა გურიიდან მიღებული ჯიზია ამ ფაქტში ამკარად ჩანდა ოსმალეთის დამოკიდებულება გურიის მიმართ, რომელმაც ხარკის ნაცვლად საჩუქრები მიართვა სულთანს.
.
სულთანი გურიელისაგან მოხარკეობის პრინციპით ითხოვდა ურთიერთობას, გურიელი კი ამას თაკილობდა და როგორც ტოლი ტოლს სულთანს საჩუქრებს უგზავნიდა და არავითარ ვალდებულებას არ კისრულობდა. გურიელის ასეთი მოქმედება ოსმალეთის ხელისუფლებამ შეაფასა როგორც მისი თვითნებური საქციელი და არა ხელდებული ქვეყნის მოვალეობის შესრულება ოსმალეთის ხელისუფლების წინაშე.
.
წყარო: ნოდარ შენგელია – „XV-XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები“ 1974.
.
მუსტაფა III; მამია III
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share