რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში შვილმა დედა დაჭრა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს და წერს, რომ 19 წლის ბიჭმა 38 წლის ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. მათივე ცნობით, დედა-შვილს შორის დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო.
დაჭრილი ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც ცენტრალური საავადმყოფოს დირექტირის მოადგილემ, დავით გოგოძემ გამოცემას უთხრა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
რუსთავის პოლიციამ მომხდარ ფაქტზე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.