დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელის მეუღლის დას, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ თავად რეგიონის ნომერ პირველმა ეპიდემიოლოგმა მიაწოდა.
„კორონავირუსი ჩემი მეუღლის დას დაუდასტურდა. ქალბატონი პირველი საჯარო სკოლის პედაგოგია. ჩემი მეუღლე გადავიდა თვითიზოლაციაში, დაველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები, შეიძლება იზოლაციაში ყოფნა, მეც მომიწიოს.“ გვითხრა არჩილ მჟავიამ.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში დღეს კორონავირუსის 8 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 7- ლანჩხუთში, ხოლო 1- ოზურგეთში.