ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დაიწყო.
ოლიმპიადა სპორტის შვიდ სახეობაში ტარდება და მასში 18 სკოლა მონაწილეობს.
პირველი შეჯიბრება მინი ფეხბურთში გაიმართა და ერთმანეთს ცხრა სკოლის გუნდი დაუპირისპირდა.
გამარჯვება წიფნარის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა და N1 საჯარო სკოლის ბიჭების გუნდმა მოიპოვეს.
I ადგილის მფლობელებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ოლიმპიადა მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, ა(ა)იპ სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ტარდება.